კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დუისში ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედარი ჩაასვენეს

4 სექტემბერი, 2012

ამ წუთებში პანკისის ხეობის სოფელ დუისში ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედარი ჩაასვენეს. ცხედარი პირდაპირ სასაფლაოზე მიაქვთ დასაკრძალად.

ვაჰაბიტები ჟურნალისტებს გადაღების საშუალებას არ აძლევენ. სასაფლაოსთან მისასვლელი გზა მათ გადაკეტილი აქვთ.

პანკისში ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრის გადასვენება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დილით, ავსტრიიდან მისი ძმები ჩამოფრინდნენ და ცხედრის გადაცემა მოითხოვეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.

რამდენიმე დღის წინ სოფელ ლაფანყურში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ალდამოვი დუისის სასაფლაოზე 3 სექტემბერს, ღამით დაკრძალეს. დანარჩენი ოთხი ცხედარი, რომელთა ვინაობაც შს სამინიტრომ დაასახელა, გავრცელებული ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას სასაფლაოზე დაკრძალეს. თუმცა, ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები