16:50, Friday, 06.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

6 წლის წინანდელი „დანაშაული“ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გაახსენდა

05.09.2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრი გელა გოშაძე სამართალდამცავებმა 1 სექტემბერს, დაკავებიდან რამდენიმე საათში, 3000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.

საუბარია რამდენიმე წლის წინანდელ ფაქტზე, როცა „ქართული ოცნების“ წევრი შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს  ქუთაისის საქალაქო განყოფილების უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. მას ოცწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.  

გელა გოშაძის დაპატიმრების ფაქტს „ქართულ ოცნებაში“ მორიგ უკანონო ქმედებად აფასებენ. „გელა გოშაძეს 6 წლის წინანდელ „დანაშაულს“ ედავებიან. აღნიშნული ფაქტის მიხედვით, საუბარია სამსახურებრივ გულგრილობაზე და არა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. თურმე, 2006 წელს მან მიიღო შეტყობინება დანაშაულის ფაქტზე, რაზეც არ მოახდინა რეაგირება. ჯერ ერთი, თუ ასე იყო, ეს გულგრილობაა და არა  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. თანაც, ეს ფაქტი მაინცდამაინც ახლა, 6 წლის შემდეგ, წინასაარჩევნო პერიოდში გაახსენდა ხელისუფლებას. ვფიქრობ, დღესავით ნათელია, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - ამბობს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გელა გოშაძის დაკავებასთან დაკავშირებით უამრავი უკიდურესობა იკვეთება: „საერთოდ, გენერალური ინსპექცია პოლიციელის დანაშაულით ინტერესდება და არა ყოფილი პოლიციელის. გოშაძე კი, მოგეხსენებათ, ყოფილი პოლიციელია. მისი თითქმის 20-წლიანი მუშაობის მანძილზე სამართალდამცველებს არც ერთი საეჭვო ფაქტი არ აღმოუჩენიათ. ახლა კი, როცა იგი პოლიტიკაში მოვიდა და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, ეგრევე დააკავეს“.

„მთელი 20-წლიანი მუშაობის მანძილზე არავითარი შენიშვნა არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელმძღვანელობას ჩემს მიმართ არ ჰქონია. პირიქით - წარმატებული მუშაობისთვის, მადლობის ნიშნად, 2008 წელს ვანო მერაბიშვილის ბრძანების საფუძველზე მე და კიდევ ორ თანამშრომელს მაკაროვის სისტემის ტაბელური იარაღი გვაჩუქეს. ეს ის იარაღია, რომელსაც ვატარებდი. ძველის შეცვლის მიზნით, მაშინ ყველა განყოფილებაში დაარიგეს იარაღი. ცუდი თანამშრომელი რომ ვყოფილიყავი, მე მგონი, ასე არ მოიქცეოდნენ“, - ამბობს გელა გოშაძე humanrights.ge-სთან საუბარში.

გელა გოშაძე შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქუთაისის საქალაქო განყოფილების უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად 20 წელი მუშაობდა. 2011 წლის 1 ოქტომბერს კი, პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გოშაძე „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციაში მიმდინარე წლის მარტში მივიდა. მოგვიანებით იგი ტელეკადრებში საჩხერეში, ბიძინა ივანიშვილის გვერდით გამოჩნდა. humanrights.ge-ს ინფორმაციით, სწორედ საჩხერის ეპიზოდის შემდეგ გააფრთხილეს გელა გოშაძე უშიშროების თანამშრომლებმა, რომ ძალიან აქტიურობდა. ყოფილ პოლიციელს ხშირად ემუქრებოდნენ და „მეგობრულად აფრთხილებდნენ“.

ერთხელაც გელა გოშაძე სამართალდამცველებმა ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ ქუთაისელი აქტივისტების დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. მერე, რამდენიმე დღის მანძილზე ეუბნებოდნენ - დღეს“ არ იყო საჭირო, ხვალ მისულიყო“ და ა.შ.

1 სექტემბერს გელა გოშაძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლთან (ავტოფარეხში შესვლის მომენტში) დააკავეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ დილით, სახლთან 4 მანქანა გაჩერდა, საიდანაც ნიღბიანები გადმოვიდნენ და ყოველგვარი ახნა-განმარტების გარეშე გელა გოშაძე აიყვანეს. იგი ჯერ ქალაქის მთავარ სამხარეო სამმართველოში, მოგვიანებით კი (დაახლოებით საათნახევრის შემდეგ), თბილისში, დიღმის წინასწარი დაკავების განყოფილებაში გადაიყვანეს. გოშაძე დაკავებიდან რამდენიმე საათში, 3000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

აღნიშნული დანაშული, რომელიც, როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, „ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული და რეალურად „ქართული ოცნების“ წევრს არ ჩაუდენია,“  მოქმედი კანონმდებლობით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული. გამოძიებას შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. სასამართლო პროცესი კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - 23 ოქტომბერს გაიმართება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC