კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სარემონტო სამუშაოები საარჩევნო უბანზე კიდევ მიმდინარეობს

5 სექტემბერი, 2012

წყალტუბოს  რაიონის #58 ოლქის სოფელ ჯიმასტაროში მდებარე 32-ე საარჩევნო უბანში ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. საოლქო კომისიამ საარჩევნო უბნის განსათავსებლად სარემონტო შენობა იჯარით აიღო. საარჩევნო  უბანი ოფიციალურად 27 აგვისტოს გაიხსნა. თუმცა, ამ დრომდე არ ამოქმედებულა. შენობაში მხოლოდ მუშები არიან, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებენ.

საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სერაპიონ ფურცხვანიძემ განაცხადა, რომ კომისიის მდივანი და წევრები სოფელში სიების დაზუსტებაზე მუშაობენ, ამიტომ უბანზე ყოფნის აუცილებლობა არ არის, რადგან კომისიის წევრები დაკისრებულ მოვალეობას მაინც ასრულებენ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ჯიმასტაროს საარჩევნო უბანში გიორგი ფურცხვანიძე ამბობს: „უბნის თავჯდომარემ გვითხრა, რომ უბანზე კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შევიკრიბებით და საკითხებს განვიხილავთ“.

მარი ტაბიძე, წყალტუბო

ახალი ამბები