კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აუდიტის სამსახური „ამომრჩეველთა ლიგის“ ფინანსურ მონიტორინგს განახორციელებს

7 სექტემბერი, 2012

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგის“ ფინანსურ მონიტორინგს განახორციელებს. ამასთან დაკავშირებით მონიტორინგის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ორგანიზაცის საქმიანობის დეტალებით დაინტერესების მოტივებია დასახელებული.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ორგანიზაციის მიერ ფორმალურად გაცხადებული მიზნებისა, რომლის ძირითად მიმართულებად საარჩევნო სიების დაზუსტება განისაზღვრა, ხოლო შემოსავლის წყაროდ შემოწირულობები დასახელდა, ორგანიზაციის სახელით საჯაროდ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შინაარსისაა და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად, რაც, თავის მხრივ, ლეგიტიმური მიზანია, თუმცა, სცდება საზოგადოების მიერ ფორმალურად გაცხადებულ საქმიანობის მიზანს. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების ეგიდით მიმდინარე აქტივობას, რისთვისაც ორგანიზაცია ფინანსურ რესურსებს იყენებს, თან ახლავს მკაფიოდ პოლიტიკური შინაარის განცხადებები, რაც ქმნის ფონდის მიზნებისა და ამოცანების პირდაპირ მიმართებას პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან და საქმიანობასთან.

აუდიტის სახელმწიფო სამსახურის განმარტებით, ორგანიზაციის პოლიტიკურ მიზნებზე ასევე მიუთითებს ფონდის ხელმძღვანელი პოლიტიკურად აქტიური პირების საჯარო გამოსვლები, რომლებიც თავიანთ ქმედებებში ცდილობენ, მოახდინონ საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა“ საჯაროდ გაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან, ასევე, მისი რეალურად განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად ჩაითვალა.

ამასთან, „ამომრჩეველთა ლიგას“ ეცნობა, თუ რა ფორმით განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსური გამჭვირვალობის ფუნქციას. ასევე, გაეგზავნა ინფორმაცია მათი უფლება-მოვალეობების და ფინანსური ანგარიშგების წესების შესახებ.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის კონტექსტში „საარჩევნო მიზანი“ უკავშირდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რაც მიმართულია საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისკენ მისი იმგვარად ფორმირების მიზნით, რომ შეიქმნას პოზიტიური დამოკიდებულება ან ჩამოყალიბდეს ნეგატიური ელექტორალური განწყობა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ და ამ გზით ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები