კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობის სხდომა ზესტაფონში ჩატარდება

7 სექტემბერი, 2012

პრეზიდენტი უახლოეს მომავალში მთავრობის სხდომას ზესტაფონში ჩაატარებს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას განიხილავენ.

„ვიმედოვნებ, ამ მთავრობის სხდომაზე ბევრ საკითხზე გამახვილდება ყურადღება, რაც დროის მცირე მონაკვეთში მოგვარდება კიდეც და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“, - განაცხადა ზესტაფონის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ბუცხრიკიძემ.

ბუცხრიკიძე 6 სექტემბერს გორგასლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, სადაც მოსახლეობამ  არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. დენი, წყალი, უმუშევრობა და ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება ის ძირითადი პრობლემებია, რაზეც ადგილობრივებმა მაჟორიტარ კანდიდატს დახმარება სთხოვეს. 

ბუცხრიკიძემ  ხალხს  მოუწოდა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის შეხვედრას დაესწრონ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ, რადგან ეს არჩევნები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

ახალი ამბები