6 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა კობახიძე საჩხერის რაიონის მკვიდრი ოფიციალურად გახდა. იგი სოფელ ჭორვილაში ჯემალ ივანიშვილის ოჯახში ჩაეწერა.
მანანა კობახიძე ჯემალ ივანიშვილთან ერთად საჩხერის სამოქალაქო რეესტრში მივიდა. „დღეიდან ოფიციალურად საჩხერელი ვარ და ჩემს ოპონენტს ნაკლები სასაუბრო ექნება, რომელიც ამბობს, რომ თითქოს მე თბილისელი ვარ და ამის გამო საჩხერლებისთვის არაფრის გაკეთება არ შემიძლია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საჩხერის მაჟორიტარობის კანდიდატმა.
მარი ტაბიძე, საჩხერე