კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირი კონფლიქტის ზონის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს ეხმარება

7 სექტემბერი, 2012

ევროკავშირი დახმარებას უწევს კონფლიქტის ზონის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას წყლის მისაწვდომობის ხელშეწყობა კონფლიქტის შედეგების შესამსუბუქებლად ევროკავშირმა წამოიწყო ერთწლიანი პროექტი წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ 6  სექტემბერს გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, პროექტი დახმარებას გაუწევს:

• ზონკარის კაშხლის წყალგამშვების მარცხენა ფრთის რეკონსტრუქციას;

• სოფელ ზნაურში სასმელი წყლის განაწილების ქსელის რეაბილიტაციას;

• ტუმბოს დაყენებას, რომელიც სარწყავ წყალს სალთვისიდან სოფელი ნიქოზის ზედა ნაწილს მიაწვდის;

• ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ჩატარებას ცხინვალისათვის სასმელი წყლის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობის  შესაფასებლად;

• ვანათის სათავე ნაგებობიდან სასმელი წყლის მიწოდების განახლებისთვის საჭირო სარემონტო სამუშაოების შეფასებას.

პრეს-რელიზის მიხედვით, ევროკავშირი  აფინანსებს 945 000 ევროს ღირებულების პროექტს, რომელსაც ევროპის უშიშროებისა დათანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) განახორციელებს მისი ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის - ირლანდიის ხელმძღვანელობით. ამ ინიციატივას საფუძვლად დაედო ჟენევის მოლაპარაკებაზე მონაწილეთა შორის მიღწეული ურთიერთგაგება - ისინი აღიარებენ კონფლიქტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სასმელი და სარწყავი წყლის მისაწვდომობის ხელშეწყობის საჭიროებას.

ზოგადი ინფორმაცია. 2010 წელს ევროკავშირმა სამხრეთ ოსეთში განაახლა ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 1990-იან წლებში იქნა წამოწყებული და 2008 წლის კონფლიქტის გამო შეწყდა. 2 მილიონ ევროიანი პროექტი ძირითადად მიზნად ისახავდა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდებას კონფლიქტის ზონის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისათვის და ზონკარის კაშხლის უსაფრთხოების გაზრდას და მისი ფუნქციონირების გაუმჯობესებას. ახალი პროექტი დაეყრდნობა წინა პროექტის შედეგებს და ხელს შეუწყობს სასმელი და/ან სარწყავი წყლის მისაწვდომობის გაზრდას ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ასობით ოჯახისათვის.

ევროკავშირი შენიშნავს, რომ  ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ გულისხმობს ცხინვალის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს. ამ ტერმინის გამოყენება არ ხელყოფს საქართველოს სუვერენობას და ტერიტორიულ მთლიანობას და არ უნდა იქნეს განხილული, როგორც რაიმე ფორმით დამოუკიდებლობის აღიარება.

www.npo.ge 

ახალი ამბები