კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საცხოვრებელ ფართს და სტაბილურ ელექტროენერგიას ითხოვენ

7 სექტემბერი, 2012

ელენე ჭუმბურიძე

თბილისში ჩიტაიას ქ. N°33-ში, იტალიურ ეზოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს დაუკავშირდა მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო მხარდაჭერა შესაბამისი ორგანოებისგან. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სახელმწიფოს გულგრილობაში ადანაშაულებენ და საარსებო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

ყოფილი „ცენტრალური იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის“ შენობა, სადაც ამჟამად ორსულიანი ოჯახი ცხოვრობს, სახელმწიფოს (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) საკუთრებაა. სოციალურად დაუცველი მობინადრეები  შენობაში 2007 წლიდან შევიდნენ. იმ დროს მათთან ერთად შენობაში სხვა სოციალურად დაუცველები და დევნილები ცხოვრობდნენ. ახლა კი იქ მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს, რომელსაც ყოფილი თანამაცხოვრებლებისგან დარჩა ელექტროენერგიის გადასახადის 600-ლარიანი დავალიანება. ეს თანხა 73 წლის პენსიონერმა ინოლა ქურთოშვილმა და 46 წლის უმუშევარმა ნატალია ყურაშვილმა უნდა გადაიხადონ.

დავალიანების გამო ოჯახის წევრები სამი წელია, ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობენ. გასული წლის ბოლოს თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს და „თელასს“ და ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს.

მათ შემოსავალს შეადგენს 54 ლარიანი დახმარება და მოხუცის პენსია. ვინაიდან აღნიშნული საარსებო მინიმუმით მათთვის რთული იქნებოდა დავალიანების ერთბაშად დაფარვა, ოჯახმა განცხადებით მიმართა სს „თელასს“ და მოითხოვა დავალიანების გადანაწილება მაქსიმალურ საგადახდო პერიოდზე.

ამ განცხადებაზე სს „თელასმა“ უპასუხა: „სს „თელასი“ მზად არის, განახორციელოს ზემოაღნიშნული აბონენტის დავალიანების რესტრუქტურიზაცია ობიექტის მესაკუთრის მხრიდან სს „თელასში“ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში (06/12/11)“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განცხადების გაგზავნიდან სამი დღის შემდეგ ოჯახს ჩაერთო ელექტროენერგიის მიწოდება. ნატალია ყურაშვილის თქმით, საქმეში „ნაციონალები“ ჩაერთვნენ და დაამშვიდეს. თუმცა, პრობლემები ამით ბოლომდე არ მოგვარებულა, რადგან დავალიანების გადანაწილების საკითხზე ოფიციალური დოკუმენტის არარსებობის გამო, ოჯახს ელექტროენერგია დღემდე არასტაბილურად მიეწოდება.

ამის გამო ოჯახმა კვლავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა აბონენტად დარეგისტრირების თხოვნით, რაც არსებული დავალიანების სრულად მოხსნას გულისხმობდა. ნატალია ყურაშვილის თქმით, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს სხვა მოქალაქეების დავალიანების გადახდა არ უნდა უწევდეთ. სამინისტროს პასუხში კი ვკითხულობთ: „გაცნობებთ, რომ წერილში დასმული საკითხის განხილვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიზანშეუწონლად მიაჩნია, ვინაიდან ქ. თბილისში, ჩიტაიას N°33-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რითაც სარგებლობთ ყოველგვარი ნებართვის გარეშე (27.02.12)“.

სოციალურად დაუცველ ოჯახი დამატებით საცხოვრებელ ადგილზე საკუთრების უფლების დაკანონებას ითხოვს. როგორც აღვნიშნეთ, მათ მიერ დაკავებული შენობა, ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაშია. ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო ოჯახს წერს, რომ მის დაინტერესებაში არსებული უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ამდენად დასმული საკითხი უძრავი ქონების საკუთრებაში გადმოცემის შესახებ განსახილველად ვერ გადაეგზავნება ქ. თბილისის მთავრობას (17.07.12).

ნატალია ყურაშვილის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ოქტომბრის თვეში, სპეციალური პროექტის მეშვეობით, სოციალურად დაუცველთა მესამე კატეგორია დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება ეს ოჯახიც, რომელიც იმედოვნებს, რომ ამჟამად დაბრკოლებები აღარ შეხვდება.

ახალი ამბები