კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საიდუმლო თათბირის გაგრძელება - „ქართული ოცნების“ კოორდინატორების შვილებს ჯარში იწვევენ

7 სექტემბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

ლანჩხუთში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები თავიანთი კოორდინატორების შვილების ჯარში გაწვევაზე ალაპარაკდნენ. კოალიციის ადგილობრივ ოფისში ადამიანის უფლებათა ცენტრს რამდენიმე ადამიანის სია მიწოდეს, რომლებიც ჯარში მხოლოდ იმიტომ გაიწვიეს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ.

Humanrights.ge-სთან საუბრისას ოპოზიცია აცხადებს, რომ ორ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მათი გაწვევა უკანონობაა.

ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავეს, მაგრამ სატელეფონო საუბრისას გამოთქვეს ეჭვი, რომ გამწვევ სამსახურში სწორედ „ქართულ ოცნებასთან“ კავშირის გამო გამოიძახეს. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ ორი წვევამდელის დედა კოალიციის კოორდინატორია ერთ–ერთ სოფელში.

„მიუხედავად იმისა, რომ ხუთი თვის ფეხმძიმე ცოლი მყავს, მაინც გამომიძახეს, თუმცა ჯარში არ გამიწვიეს“, - გვითხრა ერთ-ერთმა წვევამდელმა, რომელიც გადატანილი ტრამვის გამო, მარცხენა ხელს ვერ ხმარობს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯარში არ უნდა გაეწვიათ.

„ექიმის ცნობაც მაქვს, რომ მაცხენა ხელი პარალიზებული მაქვს. მაინც გამომიძახეს და კომისიაზეც გამიყვანეს. მაგრამ ჯარში არ წამიყვანეს, არა ამის გამო, არამედ იმიტომ, რომ ცოლი მყავს ხუთი თვის ფეხმძიმე. 19 სექტემბრამდე სახლში ვარ. მერე არ ვიცი, ვნახოთ“, - გვითხრა წვევამდელმა.

ორი თვის წინ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ცნობა გურიაში ჩატარებული თათბირის შესახებ . ინსტიტუტის ინფორმაციით, გურიაში ჩატარდა თათბირი, სადაც მხარის გუბერნატორმა ქვემოთ ჩამოთვლილი მითითებები მისცა გამგებლებს, რათა მათ შემდეგ ეს მითითებები სოფლების რწმუნებულებისთვის გადაეცათ. შესაბამისად, გურიის ადგილობრივი ხელისუფლება დღეს ამ მითითებების საფუძველზე მუშაობს. ჩამონათვალში ზოგიერთი პუნქტი გაუგებარია ზეპირი მითითებების გარეშე, მაგრამ ზოგადი სურათი მაინც ნათელია – როგორ არის ადმინისტრაციული რესურსი მობილიზებული არჩევნების მოსამზადებლად.

1. სიების დაზუსტების მიმდინარეობა, რა ეტაპზე არიან, როგორია შემდგომი გრაფიკი.

2. მუნიციპალიტეტის საჭიროებების დაზუსტება (ინფრასტრუქტურული პროექტები).

3. კოორდინატორების სიების წარმოდგენა, დეტალური ინფორმაცია მათზე (სასურველია CV –ის მსგავსი ინფორმაცია).

4. ახალგაზრდული შტაბების წარმოდგენა, შტაბის წევრებზე დეტალური ინფორმაცია (სასურველია CV).

5. კომისიების სავარაუდო წევრების წარმოდგენა უბნების მიხედვით.

6. წვევამდელების გაწვევის მიმდინარეობა – სიების წარმოდგენა.

7. ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

8. რამდენია ტენდერებიდან დარჩენილი ეკონომია, რა პროექტებზე უნდა მივმართოთ აღნიშნული თანხა.

9. საკითხი – 17;

10. ინფორმაცია ოპონენტების აქტივობის შესახებ.

11. საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი.

როგორც ამ ინფორმაციიდან ჩანს, ხელისუფლება წვევამდელების შესახებ ინფორმაციას კარგა ხნის წინ აგროვებდა (იხ. მითითება 6 - 
„წვევამდელების გაწვევის მიმდინარეობა – სიების წარმოდგენა“). ეს ინფორმაცია კი შემდეგ ოპოზიციურად განწყობილი ოჯახების წინააღმდეგ გამოიყენეს. 

ახალი ამბები