კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ კანდიდატს „ნაციონალების“ აქტივისტებმა შეკითხვები დაუსვეს

7 სექტემბერი, 2012

7 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  ნიკა სანოძემ ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.  სანოძემ  ადგილობრივებს  კოალიციის საარჩევნო პროგრამა გააცნო. მოსახლეობამ სადაზღვეო პოლისების, სოციალური საკითხების და უმუშევრობის პრობლემებზე ისაუბრა. 

შეკრებას „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა აქტივისტებიც ესწრებოდნენ. ისინი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრას მოსახლეობასთან ბოლომდე დაესწრნენ და კოალიციის მომავალ გეგმებზეც რამდენიმე კითხვა დასვეს.

ნიკა სანოძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა აქტივისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა: „ამ ახალგაზრდებს აქვთ თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები, ამიტომაც დასვეს კითხვები და ვფიქრობ ეს ნორმალურია“.

მარი ტაბიძე, ხონი

ახალი ამბები