კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქცია უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული პროფესორების მხარდასაჭერად

10 სექტემბერი, 2012

ელენე ჭუმბურიძე

7 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქცია გამართეს. მათ თსუ-ს პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლება მოითხოვეს. მათი შეფასებით, თსუ-დან კვალიფიციური პროფესორებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ და მათი გაშვებით  უნივერსიტეტის პრესტიჟი კიდევ უფრო უკან იწევს.

პროფესორებმა ლელა გაფრინდაშვილმა, დავით ნარმანიამ და ნოდარ ხადურმა ოფიციალური ვერსიით, ვერ გაიმარჯვეს პროფესორებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, რაც მათი გათავისუფლების მიზეზი გახდა. გათავისუფლებული  პროფესორების და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები უნივერსიტეტის ამ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ პროფესორები თავიანთი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დაისაჯნენ.

 „გათავისუფლდეს უნივერსიტეტი პოლიტიკური ზეწოლისგან!“ „შეწყდეს პროფესორების პოლიტიკური დევნა!“ „მიშა, ნუ ებრძვი ღირსეულებს!“ - ამ ლოზუნგებით აქტივისტები მოითხოვდნენ უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას სახელმწიფო ჩარევისგან.

ლია მუხაშავრია, ა/ო „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ : „ჩვენ მივიჩნევთ, რომ გათავისუფლებული პროფესორები არიან ამ თაობის მეცნიერთა გამორჩეული წარმომადგენლები. ჩვენ მათ კარგად ვიცნობთ და მათი გათავისუფლება და ასე ვთქვათ, კონკურსში ჩაჭრა, მიგვაჩნია სრულ უკანონობად. თსუ-ში მიმდინარე პროცესები სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია. ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი, ძველი და პრესტიჟული უნივერსიტეტი და ის ვეღარ შეინარჩუნებს ამ მაღალ რეპუტაციას, თუ მას არ ეყოლება კვალიფიციური და ნამდვილად კარგი პროფესურა“.

გათავისუფლებული პროფესორები ამავე დროს არასამთავრობო სექტორის აქტიური წარმომადგენლები არიან და უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა სწორედ მაღალი საზოგადოებრივი აქტიურობა გახდა მათი თსუ-დან დათხოვნის მიზეზი.

„ჩემთვის ნათელია, რომ ეს პროფესორები პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებული აზრის გამო გაათავისუფლეს“, - განაცხადა humanrights.ge-სთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, თსუ-ს კურსდამთავრებულმა ირაკლი ყაჭიურმა.

უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლები უფლებადამცველებს აქციის ჩატარების ნებას არ აძლევდნენ, ჟურნალისტებს კი აქციის გადაღებას უკრძალავდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე თსუ-ს ეზოში არც აქციის ჩატარება შეიძლება და არც გადაღება. უფლებადამცველებმა დაცვის სამსახურის ეს მითითება უკანონოდ ცნეს და აქცია მაინც ჩატარდა.

ახალი ამბები