კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეკა ბესელია სამართალდამცველებს აფრთხილებს

10 სექტემბერი, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის, ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში სამართალდამცავები „ქართული ოცნების“ ფოთელი აქტივისტის, ზურაბ ჩაჩუას დაკავებას გეგმავენ

ჩვენთვის  სანდო  წყაროს  საშუალებით  ცნობილი  გახდა, რომ  ბლოკ  „ბიძინა  ივანიშვილი  -   ქართული  ოცნების“  ფოთის  მაჟორიტარი  კანდიდატის, ეკა  ბესელიას  შტაბის  წევრის - შეხვედრების  საორგანიზაციო ჯგუფის  კოორდინატორ  ზურაბ  ჩაჩუას მიმართ  იგეგმება  პროვოკაცია  მისი  დაკავების  მიზნით, რათა  მისი  აქტივობა  იყოს  შეჩერებული. ჩვენ  მივმართავთ  ფოთის  შესაბამის  სამართალდამცავ  ორგანოებს  და  ვაფრთხილებთ, რომ  ნებისმიერი  უკანონო და  ხელის შემშლელი  ქმედება  ჩვენი  საარჩევნო  შტაბის  წევრების  მიმართ  იქნება დაკვალიფიციებული, როგორც   პირდაპირი  პოლიტიკური  დევნა. ჩვენი  განცხადება  მიზნად  ისახავს  პრევენციული  ზომების  მიღებას  და  ამის  თაობაზე  ვაცნობებთ  გრძელვადიან  საერთაშორისო  სადამკვირვებლო  მისიას“, - ნათქვამია ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინგა გვასალია, ფოთი

ახალი ამბები