კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი - 13-26 აგვისტოს შედეგები

10 სექტემბერი, 2012

„საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგი - 13 აგვისტო-26 აგვისტოს შედეგები“ წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის პერიოდულ ანგარიშს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის პროექტის ფარგლებში მომზადდა.

მედიამონიტორინგი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი“  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).

აღნიშნულ პერიოდში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებსაც  მაუწყებელთა ეთერში უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება ეძლევათ. ამ ჩამონათვალში ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი შევიდა: „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ და „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დომინირებს ნაციონალური მოძრაობის, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და ლეიბორისტების რეკლამები, „რუსთავი 2-სა“ და „იმედზე“ კი - ნაციონალური მოძრაობისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული რეკლამები. ქართული ოცნების წინააღმდეგ მიმართული რეკლამები არ გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის აღნიშნულ პერიოდში, მედიამონიტორინგის წინა პერიოდებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შემცირდა სამთავრობო უწყებების მიღწევების ან მათი მომსახურების ამსახველი სარეკლამო რგოლების რაოდენობა.

იხილეთ ანგარიში სრული სახით

ახალი ამბები