კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ აქტივისტთა პროცესი უკვე მესამედ გადაიდო

11 სექტემბერი, 2012

„არაფერი განსხვავებული 6 სექტემბერს არ მოხდება. იგივე მოწმეს მოიყვანენ, უაზრო არგუმენტებს დაასახელებენ და პროცესს ისევ უაზრო მიზეზების გამო გადადებენ. ამასობაში არჩევნებიც მოვა და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, იტყვიან, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოები იყვნენ და გაუშვებენ. ღმერთმა დაგვიფაროს და დამარცხების შემთხვევაში, მათ (კაცმა არ იცის, რამდენი ხნით), ალბათ, ციხეში დაამწყვდევენ“, - ასეთი განწყობით დატოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობა 21 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

ვარაუდი გამართლდა: ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ ქუთაისელი აქტივისტების სასამართლო განხილვა 6 სექტემბერს უკვე მესამედ, ისევ მოწმეების გამო  გადაიდო.

„რა თქმა უნდა, მოწმეები ისევ არ მოვიდნენ. ამის გამო საქმის განხილვა შეუძლებელი გახდა. არადა, ყველამ ვიცით, რომ ე. წ. მოწმე იგივე პროკურატურაა, რომელიც ამ ხალხს, რასაც სურს, იმას ალაპარაკებს. ნინო ყურუა, კობა ჯაბუა, მიხეილ მესხი, მიხეილ ამაშუკელი და გაგა ამბროლაძე სამართალდამველებმა 5 ივნისს ზუსტად ერთ საათში კიდეც დააკავეს და ბრალიც წაუყენეს. სამართალი კი, სამი თვეა, ვერ (უფრო სწორად არ) გაირკვა და არჩევნებამდე, ალბათ, არც გაირკვევა“, - აცხადებენ „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ქუთაისელი აქტივისტები პოლიციელებმა საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს დააკავეს. წინასწარი გამოძიებით, მათ ამომრჩევლის მოსყიდვაში დასდეს ბრალი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლი). ნინო ყურუა და კობა ჯაბუა 3 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს, მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელსა და გაგა ამბროლაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ვადის გასვლის შემდეგ მათ პატიმრობა გაუგრძელეს. ისინი დღემდე დაკავებული არიან. სასამართლო პროცესი კი, ამჯერად, ქუთაისის საქალაქო სასამარლოში არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, 26 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები