კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქდმ-ს კანდიდატი ფოთისთვის სასწრაფო დახმარების მანქანების დამატებას ითხოვს

12 სექტემბერი, 2012

10 სექტემბერს ფოთში „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლაშა ბერაიამ ბრიფინგი გამართა. ბერაიამ სასწრაფო დახმარების მანქანების სიმცირეზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა მათი რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე და არსებული სასწრაფო მანქანების სიძველეზე. 

მისი თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანები ფოთში ძველი და ამორტირეზებულია. „სტანდარტების მიხედვით, 10 000 მოსახლეს სასწრაფო დახმარების ერთი მანქანა უნდა ემსახურებოდეს. ფოთში 60 000 მოსახლეა და ქალაქს მხოლოდ 3 მანქანა ემსახურება“, – განაცხადა ლაშა ბერაიამ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ამორტიზირებული მანქანების გამო არაერთი გამოძახების შემთხევევა ფატალურად დასრულებულა.

„ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების დაგვიანების გამო ფოთში 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა“, – აღნიშნა ბერაიამ. მან ბრიფინგზე სასწრაფო დახმარების მანქანების რაოდენობის გაზრდის მოთხოვნით სასწრაფო დახმარება „03“–ის მფლობელს - სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ მიმართა.

ინგა გვასალია, ფოთი

ახალი ამბები