კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო უბანი ჩაიხანაში - ცესკომ აზერბაიჯანელ ქალბატონთა შეხედულებები ვერ გაითვალისწინა

13 სექტემბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

არჩევნები და გართობა ერთმანეთს ნაკლებად უკავშირდება. თუმცა, მარნეულის №85 საარჩევნო უბნიდან მამაკაცების სიცილის და გართობის ხმები ისმის. შენობის აივანზე, სადაც საარჩევნო უბანია გახსნილი, ორი მაგიდა დგას. მარნეულელი მამაკაცები ნარდის და დომინოს თამაშით ირთობენ თავს. იქვე ფანჯრის რაფაზე ჩაიდანი დგას. ფინჯნებში ჩაის ორთქლი ასდის  და დასალევადაც მზადაა. გარშემო განწყობა მხიარულია.

Humanrights.ge-ს ჟურნალისტის გამოჩენას მამაკაცების ყურადღება და თამაშის ცოტა ხნით შეჩერება მოყვა. გამძაფრებული ყურადღების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მარნეულის ჩაიხანებში ქალები არ  შედიან.

დაალოებით 5 კვ/მ კორიდორში სიებია გაკრული. გვერდითა დიდ ოთახში სასადილოს ინვენტარია განთავსებული - ერთი მაგიდა და სკამები. ოთახის ბოლოში მოკრძალებული ბარია, საიდანაც ჭურჭელი ჩანს.

„ახლა საარჩევნო კომისიისარც ერთი წევრი არ არის. ერთი ეს-ესაა გავიდა და მალე მეორე ჩაანაცვლებს“, - გვიხსნის ჩაიხანის თანამშრომელი.

აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ჩვენ 10 სექტემბერს, დაახლოებით 12:25 წუთზე ვიმყოფებოდით.

ზოგადად, საარჩევნო კოდექსის თანახმად, უბნის წევრებს ბევრი არაფერი საქმე აქვთ. თუმცა, უბნის დატოვება ეკრძალებათ. რეალურად, ერთადერთი, რასაც ეს უბნები აკეთებენ, მოქალაქეების მიღებაა. ამომრჩეველმა, სურვილის შემთხვევაში, სიაში საკუთარი თავი უნდა მოძებნოს. მარნეულის №85 საარჩევნო უბნის შემთხვევაში კი პრობლემას ჩაიხანის ფაქტორი და ეთნიკური ტრადიციები ქმნის.

აზერბაიჯანელმა ქალებმა ჩვენზე კარგად იციან, რომ ჩაიხანაში ქალი არ უნდა შევიდეს. მათთვის უცხო მამკაცებში გარევა და მათი მხრიდან ყურადღება  უპრობლემო მომენტი სულაც არაა. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების ეს ნაწილი ისედაც პასიურია არჩევნებზე, ჩაიხანაში საარჩევნო უბნების გახსნა  ამ პრობლემის მოგვარებას ხელს ვერ შეუწყობს.

„დამიჯერეთ, არც მე ვარ აღფრთოვანებული ამ ვარიანტით, მაგრამ სხვა შენობის დაქირავების საშუალება არ გვქონდა. აღნიშნულ უბანში ამ ფართის გარდა, ვერაფერი მოიძებნა. ვნახეთ სხვა კერძო ობიეტები, სადაც მეტი თანხა დაგვიფასეს, რისი გადახდის საშუალებაც არ იყო. რაც შეეხება ქალბატონებთან დაკავშირებულ პრობლემას, მე რაც შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ უბანზე შესვლისას თავი უხერხულად არ იგრძნონ“, - გვითხრა სატელეფონო საუბრისას მარნეულის საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა იაკობ ასანიძემ.

ახალი ამბები