კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქისტებს საქართველო – თურქეთის საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ

13 სექტემბერი, 2012

პანკისის ხეობაში მცხოვრებ ეთნიკურ ქისტებს, რომლებსაც სამუშაოდ თურქეთში წასვლა სურთ, ქართული მხარე საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევს. როგორც ქისტებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, საქართველო – თურქეთის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით პრობლემები განსაკუთრებით ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შეექმნათ.

„პანკისის ხეობიდან თურქეთში სამუშაოდ ძალიან ბევრი ქისტია წასული. ყოველ ორ ან სამ თვეში ერთხელ ხეობაში ვბრუნდებოდით, მერე ისევ თურქეთში მივდიოდით. იქ ფიზიკურად ვმუშაობთ და ხელფასი გვაქვს. აქ არაფერი სამუშაო არ არის. ვიდრე ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციას ჩაატარებდნენ, მანამდეც გვქონდა პრობლემები, ყველა სხვა მგზავრისგან განსხვავებით განსაკუთრებულად გვჩხრეკდნენ, რამდენიმე საათი გვაჩერებდნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდით საზღვრის გადაკვეთას. სპეცოპერაციის შემდეგ ვინც კი სცადა თურქეთში გადასვლა, არავინ არ გაუშვეს, ყველა უკან დააბრუნეს. გვეუბნებიან, რომ სირიაში მიდიხართ საბრძოლველად და იქ რომ საქართველოს მოქალაქეები აღმოაჩინონ, სერიოზული პრობლემები შეგვექმნებაო“, – განუცხადეს ქისტებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გააკეთეს. პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტები დახმარებას უფლებადაცვით ორგანიზაციებს სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ შსს–ს ინფორმაციით, 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 11 „დივერსანტი“ დაიღუპა. მათგან ორი, 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და პანკისის ხეობაში ცხოვრობდნენ. პანკისის ხეობაში ნათესავები ჰყავდა 26 წლის ბაჰაუდინ ბაღაკაშვილსაც. სამივე დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები