კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მონოპოლია სარეკლამო სივრცეზე

13 სექტემბერი, 2012

ქუთაისი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ერთფეროვანი სარეკლამო სივრცით ხვდება. წინასაარჩევნო განწყობის შექმნა საპარლამენტო დედაქალაქში ამ დრომდე  მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა. ქუთაისში არსებული სარეკლამო ბილბორდები  მთლიანად სახელისუფლებო პარტიამ აითვისა.

ოპოზიციური პარტიების საქალაქო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ სარეკლამო მასალის სიმწირე და არსებული მონოპოლია ფინანსური ფაქტორითაა განპირობებული. ტარიფები, რომელიც ქუთაისში არსებულმა სარეკლამო კომპანიებმა დააწესეს, როგორც ირკვევა, მხოლოდ სახელისუფლებო პარტიისთვისაა ხელმისაწვდომი.

განსხვავებული პრობლემები აქვთ კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციაში. როგორც ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ:  „ჯერ ერთი, მთელი სარეკლამო სივრცე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აითვისა. მეორეც - შეკვეთა არც ერთმა სარეკლამო კომპანიამ არ მიიღო. თუმცა, ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს, ამ პრობლემას როგორმე მოვაგვარებთ და უახლოეს დღეებში მონოპოლისტი „ნაციონალების“ გვერდით ჩვენს რეკლამებსაც განვათავსებთ“.

ფიქრობენ, რომ „ნაციონალებს“ ვერ გაეჯიბრებიან, თუმცა   სარეკლამო კომპანიას  მაინც გააჩაღებენ „ქრისტია-დემოკრატები.“ პარტიის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელთა  განმარტებით, მათი სარეკლამო მასალა ქუთაისის ქუჩებში უახლოეს დღეებში გაჩნდება. 

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები