12:06, Thursday, 12.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პაატა ზაქარეიშვილი ზეწოლაზე საუბრობს

14.09.2012

მარი ტაბიძე, წყალტუბო

6 სექტემბერს  ქუთაისი მასპინძლობდა ბერა ივანიშვილის სოლო-კონცერტს სახელწოდებით „გპირდებით“. ბექა გიორგბერიძე და გიორგი ბაბუნაშვილი ქუთაისიდან წყალტუბოში ბრუნდებოდნენ, როცა წყალტუბოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

ბექა გიორგბერიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის წევრია. გიორგი ბაბუნაშვილი კი ბექა გიორგბერიძის ახლო მეგობარია. დაკავებისას გიორგბერიძეს „ქართული ოცნების“ მაისური ეცვა, რამაც სამართალდამცველები გააღიზიანა.

ახალგაზრდები დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. როგორც ისინი ყვებიან, პოლიციელების მხრიდან მათზე ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა განხორციელდა. სამართალდამცველებმა დაკავებულებს „ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის დატოვებისკენ მოუწოდეს.

დაკავებულთა განთავისუფლებიდან ორი დღის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც  წინასაარჩევნო დარღვევებზე და ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. ბრიფინგს გიორგი ბაბუნაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ადგილზე მიიღო გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის წევრი გამხდარიყო.

„მე როცა შევხედე, ჩემს მეგობარს პოლიციელები როგორ სცემდნენ, მივხვდი თუ რა სახის ზეწოლაც ხორციელდებოდა. დაკავების მიზეზი „ქართული ოცნების“ მაისური გახდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, აქ მოვსულიყავი და ამ კოალიციის წევრი გავმხდარიყავი“, - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი ბაბუნაშვილმა, რომელმაც მედიის თანდასწრებით „ქართული ოცნების“ მაისური კამერების წინ ჩაიცვა.

„გიორგი იყო ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომელიც დაინტერესდა ბერა ივანიშვილის კონცერტით. მისი დაკავების მიზეზი მხოლოდ ის მაისური აღმოჩნდა, რაც მის მეგობარს ეცვა. ეს ფაქტი ცალსახად მიუთითებს სახელისუფლებო სტრუქტურების ჩართვაზე წინასაარჩევნო კამპანიაში და უფლებამოსილების გადამეტებაზე. თუმცა, ეს წინასაარჩევნოდ არც პირველი ფაქტია და ალბათ, არც უკანასკნელი იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა ზეწოლის ფაქტზე. ჩვენ ვცდილობთ, ყველა ზეწოლის ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ, დავაფიქსიროთ და გავახმოვანოთ“, - განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა. 

კიდევ ერთი ზეწოლის ფაქტი მახათ კოსტავაზე დაფიქსირდა. იგი კოალიციის აქტივისტია და „ქართული ოცნების“ წევრია. წყალტუბოს ზედამხედველობის სამსახურმა მას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მამაპაპისეულ საკარმიდამო ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით დარღვევა აღმოუჩინეს. როგორც წყალტუბოს ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ მახათ კოსტავას წლების მანძილზე უკანონოდ ჰქონდა მითვისებული მეზობლის მიწის ნაკვეთი. ამ დარღვევისთვის  მახათ კოსტავას სავარაუდოდ 1 000-დან 1 500 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC