კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონში ამომრჩევლები პოლიტიკურ ზეწოლაზე ჩივიან

14 სექტემბერი, 2012

მარი ტაბიძე, ხონი 

ხონის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობაზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. როგორც კოალიციაში აცხადებენ, ასეთი ფაქტები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში დაფიქსირდა. თუმცა, სოფელ დედალაურში ადგილობრივი ხელისუფლებიდან ზეწოლა რამდენჯერმე მოხდა.

„ქართული ოცნების“ ხონის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალეკო ვეკუა აცხადებს: „იმ ოჯახებს, რომლებსაც სოციალური დახმარება აქვთ, ამ დახმარების მოხსნით აშინებენ. ასეთი ფაქტები სოფელ დედალაურში დაფიქსირდა, სადაც ხალხი ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთთან შეხვედრაზეც ვერ გამოვიდა. ყველა ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ განცხადება გავავრცელეთ. მიუხედავად ამისა, მოსახლეობაზე ზეწოლა მაინც გრძელდება, მეტიც - იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები არიან და პარალელურად მუშაობენ, სამსახურიდან განთავისუფლებით ემუქრებიან“.

საარჩევნო კოდექსის  მე-6  თავში წერია: „წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა;  მოსამართლისა; საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა“.

იგივე თავი ამბობს: „ადგილობრივი  თვითმმართველობის  ორგანოები
ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება“.

ქალბატონმა, რომელზეც ზეწოლა სოციალური დახმარების მოხსნის დამუქრებით განხორციელდა, ჩვენთან სახელი და გვარის გამხელა არ ისურვა. „მე დასამალი არაფერი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომენტარის მერე იგივე მუქარით კიდევ  მოვლენ. მე მარტოხელა ქალი ვარ და წლების წინ ნიკა სანოძეს მივეცი ხმა. ეხლაც ამ ადამიანს შემოვხაზავ. ამ მთავრობიდან სოციალურ დახმარებას ვიღებ, რადგან ეს დახმარება მეკუთვნის. მარჩენალი მე არ მყავს და მთელი ზაფხული უმაცივროდ გავატარე. რასაც ვჭამ, ჩემი შრომით მაქვს და ეს დახმარებაც მეკუთვნის. წართმევის უფლება კი ამათ არ აქვთ“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ქალბატონმა.

ოჯახის წევრის სამსახურიდან განთავისუფლების მუქარაზე საუბრობს ერთ-ერთი ამომრჩეველი: „მე ერთი უმუშევარი კაცი ვარ. ჩემი შვილია დასაქმებული ერთ-ერთ სამასახურში. იმ დღეს მეზობელმა მითხრა, დღეს ქუჩაში ნიკა სანოძე ხალხს ხვდებაო და გადავედი. იქ არაფერი მითქვამს. საღამოს ჩემი შვილი რომ მოვიდა სახლში, ნახევარ საათში მოაკითხეს და უთხრეს - მამაშენმა „ოცნების“ შეხვედრებზე სიარულს თავი დაანებოსო. ესეც რომ გაიგოს ჩემმა ბიჭმა, კომენტარს რომ გაძლევთ, ამაზეც გაბრაზდება, რადგან საყვედურს ეტყვიან“.

აღნიშნულ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები  ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ ჯიბუხაიამ უარყო: „ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა მოქალაქის გადაწყვეტილებას და არჩევანს. ჩვენი არც ერთი სოფლის დეპუტატი და გამგებელი სოფელში არ დადის და მოსახლეობას არც ემუქრება და არც აშინებს. ეს დარწმუნებით შემიძლია გითხრათ. ასეც რომ იყოს თუ ადამიანს პოლიტიკურ სუბიექტთან შეხვედრაზე მისვლა უნდა, რაც არ უნდა ზეწოლა განხორციელდეს მასზე, მაინც მივა“.

ახალი ამბები