კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ემიგრანტები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, საქართველოში ბრუნდებიან

17 სექტემბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მხრივ პრობლემები შეექმნათ, სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში შემოდიან. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი სარფიდან იუწყება, ემიგრანტები იტალიიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და საფრანგეთიდან ორი ავტობუსით დაბრუნდნენ, დაახლოებით 100-მდე ადამიანი. 

მათი ინფორმაციით, ისინი სტამბულში შეიკრიბნენ, საიდანაც საქართველოში გამოემგზავრნენ. ამ ქვეყნების სახელწოდებები სწორედ ორივე ავტობუსზე ეწერა.

საქართველოში დაბრუნებულმა ემიგრანტებმა  სიმბოლურად თითო სატელიტური ანტენაც ჩამოიტანეს. როგორც ემიგრანტები აღნიშნავენ, სატელიტური ანტენები ახლობლებისთვის წამოიღეს, რათა მათთვის ინფორმაციის წყარო დახშული არ იყოს.

მათივე განმარტებით, საზღვარგარეთ ხმის მიცემასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ და საქართველოში დაბრუნება ამიტომ გადაწყვიტეს.

ქართველი ემიგრანტები 17 სექტემბერს ბათუმის იუსტიციის სახლთან იკრიბებიან, სადაც გააპროტესტებენ, რომ საზღვარგარეთ ხმის უფლების გამოყენების საშუალება არ მიეცათ.

ემიგრანტებს სარფის საზღვართან ახლობლები ტაშით და ოვაციებით დახვდნენ. ამასთან, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საარჩევნო რეგისტრაციისთვის სთხოვენ დოკუმენტს, რითაც ამა თუ იმ ქვეყანაში მათი საცხოვრებელი ადგილი დადასტურდება. თუმცა, ბევრ მათგანს, იმის გამო, რომ უცხოეთში არალეგალურად ცხოვრობს, აგრეთვე, სხვა მიზეზების გამო, მსგავსი დოკუმენტის წარდგენა არ შეუძლია.

ემიგრანტების რამდენიმე ავტობუსს სარფში 18 სექტემბრისთვისაც ელოდებიან.

როგორც საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მცხოვრები ნათელა გაგუა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საბერძნეთში 1 ოქტომბრის არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება არ ეძლეოდა, რის გამოც საქართველოში დაბრუნდა და სიმბოლურად ერთი სატელიტური ანტენა წამოიღო: „თეფში წამოვუღე ჩემს შვილებს, რათა ნახონ სიმართლე. საბერძნეთში ხმის მიცემის უფლება შემეზღუდა. 8 წელია, სალონიკში ვცხოვრობ. საბუთები მაქვს მოწესრიგებული, მაგრამ ემიგრანტებს გვთხოვენ ცნობას ადგილობრივი საცხოვრებლიდან, რისი მიტანაც შეუძლებელია. უფროსებს, რომლებთანაც ვმუშაობთ, არ აწყობთ მისამართის მითითება, რადგან დამატებით გადასახადის გადახდა მოუწევთ. ჩამოვედი იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ გვერდში დავუდგე“, - აღნიშნა ნათელა გაგუამ.

ქართველ ემიგრანტებს სარფის საზღვარზე ნათესავები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დახვდნენ. როგორც კოალიციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ავთანდილ ბერიძემ აღნიშნა, ქართველი ამიგრანტები ჩამოვიდნენ მოქალაქეობრივი ვალის მოხდისა და არჩევნებში მონაწილეობისთვის.

„თეფში აღარ იყიდება საქართველოში და ანტენების წამოღებით მიხეილ სააკაშვილის სილა გააწნეს. ეს აქცია მის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო. დღეს ნათესავები ხვდებიან ნანატრ ადამიანებს, ამ ნაბიჯს მივესალმებით და არჩევნებში გამარჯვებით ვეცდებით, რომ მათ სამუშაოდ წასვლა აღარ მოუხდეთ სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ავთანდილ ბერიძემ.

სარფის გავლით, უცხოეთის სხვა და სხავ ქვეყნიდან, საქართველოში დღეს 100-მდე ემიგრანტი დაბრუნდა. ემიგრანტების რამდენიმე ავტობუსს სარფში ხვალისთვისაც ელოდებიან.

ახალი ამბები