კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები ქობულეთში

17 სექტემბერი, 2012

15 სექტემბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ ქობულეთის ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ანზორ თხილაიშვილმა ბრიფინგი გამართა და ამომრჩევლის მოსყიდვის რამდენიმე ფაქტი დაასახელა.

თხილაიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად არღვევენ საქართველოს საარჩევნო კოდექსს, კერძოდ - კოდექსის 47-ე მუხლს, რაც გულისხმობს ამომრჩევლის მოსყიდვას: „100 ხმის სანაცვლოდ პატიმრების ოჯახებს, სასჯელის შემსუბუქებას, ან მსუბუქი სასჯელის შემთხვევაში - გათავისუფლებას პირდებიან. ჩვენ ამის თაობაზე რამდენიმე პატიმრის ოჯახის ახლობელმა მოგვაწოდა ინფორმაცია, თუმცა, მათ ანონიმურობა ითხოვეს. ქობულეთში რამდენიმე საბავშვო ბაღი შენდება. მუშაობის დაწყების მსურველებს „ნაციონალური მოძრაობისათვის“ მხარდასაჭერ 100 ხმას სთხოვენ. სოციალურად გაჭივებულ ოჯახებს, რომლებიც 57 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულით არიან რეგისტრირებული ერთიან ბაზაში, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ფულადი დახმარების დანიშვნას პირდებიან. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მიწების დაკანონების პროცესი, რომელშიც ჩართულები არიან საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები“.

ბრიფინგზე არ დასახელებულა არც ერთი პიროვნების სახელი და გვარი, რომელთა მოსყიდვაც სცადეს, რაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განმარტებით, იმ პიროვნებებისათვის საფრთხის აცილების მოტივით იყო გამოწვეული.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები