კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმში პოლიტიკური რეკლამა „ისევ ასლანი“ გააპროტესტეს

17 სექტემბერი, 2012

15 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს. მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი პოლიტიკური რეკლამა - „ისევ ასლანი“ გააპროტესტეს.

„ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ასლან აბაშიძის დროინდელი ჩინოვნიკები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, დღეისთვის, გაცილებით მაღალ თანამდებობებზე ჰყავთ.

მათ რამდენიმე მათგანის ფოტოც გამოფინეს: ბათუმის ყოფილი მერი - რობერტ ჩხაიძე, ანზორ ბოლქვაძე - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ვაჟა ბოლქვაძე - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გელა ცხომელიძე _ ქობულეთის ყოფილი გამგებელი, იაშა შერვაშიძე და სხვა.

აკაკი გვიანიძე, „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი: „ჩვენ გვახსოვს ყველაფერი, ვინ სად იყო და ვინ ვინ იყო. გვიკვირს, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომ არ ახსოვს, მათი სახეები ვინც აჭარაში ჰყავთ, ვინ არიან. რობერტ ჩხაიძე ქალაქი მერობამდე ჩოლოქის მოვლენების ერთ-ერთი შემოქმედი იყო და ასლან აბაშიძეს კბილებით დაცვას ცდილობდა. ასევე, ანზორ ბოლქვაძე - ჩოლოქს ამარაგებდა იარაღით და ფულით“.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები