კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუქარა „ქართული ოცნების“ ქობულეთის აქტივისტზე

17 სექტემბერი, 2012

„ქართული ოცნების“ ქობულეთის ორგანიზაციაში მმართველ პარტიას მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებენ. კოალიციის ერთ-ერთი აქტივისტის, მირზა რომანაძის განცხადებით, მას ფიზიკური ლიკვიდაციით „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის შტაბის წევრი თენგიზ ნოღაიდელი დაემუქრა.

მირზა რომანაძე, „ქართული ოცნების“ ქობულეთის აქტივისტი: „სოფელ  წყავროკაში ვბრუნდებოდი და გზად გამიყოლა ნოღაიდელმა. მეცვა „ქართული ოცნების“ მაისური. მომთხოვა, რომ ეს მაისური გამეხადა და 5-ნომრიანი მაისური ჩამეცვა, რაზედაც უარით ვუპასუხე. შემდგომ უკვე ოჯახზე დამიწყო მუქარა. ოჯახით გაგანადგურებ, ერთი ზარი და მამაშენი გაქრებაო. სანაცვლოდ ჩემგან მოითხოვა „ქართული ოცნების“ ქობულეთის შტაბზე უწმაწური ჭორების გავრცელება“.

რომანაძის განცხადებით, თენგიზ ნოღაიდელი თავისი მეზობელია. ნოღაიდელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი ხელმძღვანელია. „ქართული ოცნების“ ქობულეთის ფილიალი აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს, სამართალდამცავებს მიმართოს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები