კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრების მშობლებს სახალხო დამცველთან ტელეფონით დაკავშირება შეუძლიათ

19 სექტემბერი, 2012

სახალხო დამცველი მსჯავრდებულთა ოჯახებს პატიმართა მოსანახულებლად დახმარებას პირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველმა განუცხადა, თუ რომელიმე პატიმრის მშობელი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის აპარატის დახმარება სჭირდება მსჯავრდებულის მოსანახულებლად, შეუძლიათ დარეკონ ტელეფონზე: 223 44 99 და მიმართონ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ პირისა, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ სასტიკ უფლებადარღვევებში.

ასევე, გიორგი ტუღუშისთვის მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება გამოძიება და იმედს იტოვებს, რომ საზოგადოებას მიეწოდება სრული ინფორმაცია გლდანის საპატიმროში მომხდარ ფაქტებთან დაკავსირებით.

„მე არ ვგულისხმობ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ღონისძიებების გამოყენებას, სამსახურებიდან დათხოვნას და დაქვეითებებს. აქ საუბარია მკაცრ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი კოდექსი. ბოლო სამი წელია, ჩვენ ამ ფაქტებზე ვსაუბრობთ და ისინი ასახული იყო სახალხო დამცველის ანგარიშებში“, - დასძინა ტუღუშმა.

მისივე თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას არასათანადო, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები