კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ–ის საელჩო: პატიმართა უფლებების დარღვევა სერიოზული საკითხია და ის უნდა გადაიჭრას

19 სექტემბერი, 2012

აშშ–ის საელჩო საქართველოში იზიარებს რა ყველა ქართველის „გაოგნებასა და შეძრწუნებას“ პატიმართა მიმართ არადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეო–კადრების გამო, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უმოკლეს დროში წარდგნენ.

„ვიზიარებთ ყველა ქართველის გაოგნებასა და შეძრწუნებას იმ საშინელი ქმედებებით, რომელიც გუშინ გავრცელებულ კადრებშია ასახული“, – ნათქვამია საელჩოს მიერ 19 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, - „აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო“.

„საქართველოს სახალხო დამცველს თავის მოხსენებაში, ხოლო ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნული გვაქვს, რომ საქართველოში პატიმართა უფლებების დარღვევა სერიოზული საკითხია და ის უნდა გადაიჭრას“, – აცხადებს აშშ–ის საელჩო.

„ვთხოვთ მთავრობას, ჩაატაროს გამოძიება სრულყოფილად და გამჭვირვალედ და უმოკლეს დროში უზრუნველყოს, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები