კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სისტემის გაუქმების ბრძანება გასცა

19 სექტემბერი, 2012

საქართველოს პრეზიდენტმა პენიტენციური სისტემის გაუქმებისა და ახლებურად ჩამოყალიბების ბრძანება გასცა.

საგანგებო თათბირზე, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარეობს, სააკაშვილმა სისტემის კონტროლზე აყვანა ვანო მერაბიშვილს დაავალა.

მისი თქმით, რეფორმების დასაწყისში სასჯელაღსრულების სფეროში ნაწილობრივი ცვლილება განხორციელდა, თუმცა მთავარი რამ ისეთივე საზიზღარი აღმოჩნდა, როგორიც იყო.

„სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ეს მთავარი პროკურატურის ან შსს-ს კომპეტენციას ეხება. პენიტენციური სისტემა მთლიანად გასაუქმებელი და ახლებურად ჩამოსაყალიბებელი, გადასახალისებელია. ეს უნდა მოხდეს ისევე, როგორც პატრულში. ეს არის პოლიტიკური კომპრომატების ომი, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მაღელვებს. მესმის, რომ ეს შეიძლება სხვაგვარად იმართება და ფულიც ტრიალებს, მაგრამ შენ არ უნდა მისცე საბაბი და არ უნდა აპოვნინო სუსტი წერტილი. მანიაკების ხელში არ უნდა ჩავარდეს სისტემა. როგორი ნულოვანი ტოლერანტობაც გვაქვს დანაშაულის მიმართ, ასევე უნდა იყოს ადამიანის უფლებების ნებისმიერი დარღვევების მიმართ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილს სხვა დანარჩენი საქმის გადადება და სისტემის კონტროლზე აყვანა დაავალა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პენიტენციური სისტემა საპატრულო პოლიციაზე ბევრად პატარა სისტემაა და მას სწრაფად მოევლება.

ამავე დროს სააკაშვილმა სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საპატრულო პოლიციის შეყვანა დაავალა.

როგორც პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს დროებითი ღონისძიებაა, სანამ დაწესებულებებში გადახალისება მოხდება.

„ასე იყო თავიდან პოლიციაში. შეიყვანეთ პატრულის ჯგუფები, ეს არ არის ბოლომდე პატრულის ფუნქცია, მაგრამ საგანგებო მდგომარეობაა, მანამ სანამ ყველაფერს ფუნდამენტურად არ განვაახლებთ. ეს დროებითი ღონისძიებაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, დაწესებულებებში ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მათ შორის უნდა გაფართოვდეს პრობაციის სისტემა ციხეების განტვირთვის მიზნით.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები