კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქდმ-ს კანდიდატი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

20 სექტემბერი, 2012

„ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, ვისაც უნარი აქვს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს ხელისუფლებასთან. სწორედ ჩვენ - „ქრისტიან-დემოკრატებმა“ დავამკვიდრეთ ახალი წესი ჩვენს რეალობაში (რომელიც ჩვენამდე ნამდვილად არ არსებობდა), რომ ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც შესაძლებელია, შევცვალოთ ბევრი რამ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - ამ პათოსით შეხვდა 18 სექტემბერს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი  არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებს.

შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების თხოვნითა და ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატში შედგა, ახვლედიანმა ქდმ-ს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრიორიტეტები წარმოადგინა. 

ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება - ეს ის სფეროებია, რომლის განვითარებასაც მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისელებს დაპირდა.

„არ შეიძლება ქვეყენაში, სადაც ამდენი უმუშევარი და თუნდაც, ამდენი  სტატუსშეჩერებული სტუდენტია, ხელისუფლება ლაზიკას აშენებდეს“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. 

„ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატმა რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარის  ქვოტით მოხვედრას უკვე მეორედ ცდილობს, ქუთაისელებს მისი გუნდის მიერ  გადაჭრილი პრობლემები შეახსენა.

„სწორედ ქრისტიან-დემოკრატების ძალისხმევით ქუთაისში 300-მდე მიკროავტობუსის მძღოლმა სამუშაო ადგილი შეინარჩუნა. გახსოვთ, ალბათ, 2010 წლის ზაფხული, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანის ხარჯზე მათი უმუშევრად დატოვება გადაწყვიტა. ჩვენ ეს საკითხი პარლამენტში მწვავედ დავაყენეთ და საბოლოო ჯამში, დადებითად გადავწყვიტეთ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები