კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის ჩვენება გაავრცელა

20 სექტემბერი, 2012

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი ოფიცერი დავით აკობია დაიკითხა.

19 სექტემბერს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დავით აკობია თანამშრომლობს გამოძიებასთან, მან უკვე მისცა ჩვენება და აწვდის გამოძიებას მნიშვნელოვან ინფორმაციას.
 
პროკურატურის ინფორმაციით, დავით აკობიამ გამოთქვა სურვილი, ისარგებლოს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით. დავით აკობიამ შემდეგი განაცხადა: „მუშაობა დავიწყე გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2011 წლის 7 თებერვალს, ვმუშაობდი 2012 წლის 24 აგვისტომდე. 5 აგვისტოს გლდანის მე–8 დაწესებულების უსაფრთხოების ინსპექტორი ბორის ფარულავა დამიკავშირდა. ის ანერვიულებული ჩანდა, მითხრა, რომ გვაქვს გადაღებული გლდანის კადრებიო, რომელიც რომ გაიგონ, უეჭველი დაგვიჭერენო და სასწრაფოდ საზღვარგარეთ უნდა წავიდეო, მაგრამ მანამდე მინდა კიდევ ერთი კადრიო, რომელიც თუ შეგიძლია შენ გააკეთეო. რის სანაცვლოდაც დამპირდა სერიოზულ თანხას, რასაც დავთანხმდი და 24 აგვისტოს, როდესაც სმენაში ვიყავი, ბატონმა ბორის ფარულავამ შემოიტანა ვიდეოჩამწერი, რომელიც უნდა დამემაგრებინა შარვალზე. 25 აგვისტოს გამოვედი მე, ვნახე ბორის ფარულავა და გადავეცი ეს კადრი. მან მითხრა, რომ ეს კადრიო უნდა გაუგზავნო ლადო ბედუკაძესო, რომელიც იმყოფება ბელგიაშიო. შენც დაგიკავშირდება 28–შიო. 28 აგვისტოს ლადო ბედუკაძე დამიკავშირდა “სკაიპით” და მითხრა, რომ ყველანაირად დაგეხმარებიო, ფულითაც და ყველაფრითო, ოღონდ ჩემთან უნდა მოხვიდეო. გზის ფულს მოგცემს ბორის ფარულავაო, რაც საჭირო არისო, დანარჩენს მე მივხედავო, აქ რომ ჩამოხვალო. ანუ 29 აგვისტოს ბორის ფარულავა კვლავ დამიკავშირდა და გადმომცა 400 დოლარი. ეს იყო გზის ფული და მითხრა, რომ 18 ან 19 სექტემბერს აუცილებლად უნდა გავსულიყავი საქართველოდან და წავსულიყავი სომხეთში და იქიდან უკრაინაში, სადაც დავუკავშირდებოდი „სკაიპით“ ლადო  ბედუკაძეს და იქ შემხვდებოდა და ყველანირად დამეხმარებოდა, მატერიალურადაც და ყველანაირად“.

ნეტგაზეთი

ახალი ამბები