კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ტუღუში: „მზად ვარ, გავითვალისწინო ჩემს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია“

20 სექტემბერი, 2012

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად გიორგი ტუღუში დაინიშნა. საქართველოს სახალხო დამცველი მინისტრის პოსტზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მთელ სისტემაში რეორგანიზაცია გამოცხადდა, თუმცა მას სათავეში ძლიერი მინისტრი უნდა ჩაუდგეს.

„მზად ვარ, გავითვალისწინო ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩემს მიერ არის შემუშავებული“, - განაცხადა შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალმა მინისტრმა, გიორგი ტუღუშმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტისგან მინისტრის თანამდებობის შეთავაზება მისთვის მნიშვნელოვანი და მოულოდნელი იყო. მას ძალიან უჭირს სახალხო დამცველის აპარატის დატოვება, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

„ომბუდსმენის აპარატმა ბევრი რამ შეძლო, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ პრობლემების ასახვა შევძელით. აქამდე მე არ მქონდა კომპეტენცია, რაღაც გამომესწორებინა. ჩემი თანხმობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ სისტემაში რადიკალური ცვლილებების საშუალება მომეცემა და ყველა პატიმრის უფლებებს დავიცავ. ეს არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩემთვის დიდი მოტივაციის მომცემია, ხელი შევუწყო ისეთი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც მინიმუმამდე დავა პატიმრების პრობლემები", - განაცხადა ტუღუშმა.

ახალი მინისტრის თქმით, პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობა სისტემაში ერთადერთი პრობლემა არ არის. როგორც გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, არასახარბიელო მდგომარეობაშია ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურაც.

„მთლიანად აღმოვფხვრი არასათანადო მოპყრობას და ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარებას დავიწყებ. ჩემი პრიორიტეტი იქნება სისტემის გადახალისება და თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ამ სფეროში აქტიურია. მინდა, მივიღოთ სისტემა, რომელზეც საუბარი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ის უნდა ემსახურებოდეს პირთა რესოციალიზაციას და არა მათი ღირსების შელახვას და საზოგადოებაში ტრავმირებულ დაბრუნებას. პრეზიდენტი სისტემაში სრულ თავისუფლებას დამპირდა, დამჭირდება არაერთი ახალი თანამშრომელი და მზად ვარ, გავითვალისწინო ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩემს მიერ არის შემუშავებული. მზად ვარ, ჩემივე დაწერილი თვითონვე შევასრულო“, - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტთან პირადი კომუნიკაცია ექნება, რათა ყველაფერი ეტაპობრივად მოგვარდეს.

ახალმა მინისტრმა ხაზი სფეროს დაფინანსების გაზრდის მნიშვნელობასაც გაუსვა.
„აუცილებელია, სისტემის დაფინანსება გაიზარდოს და მოხდეს დამატებითი რესურსების მოზიდვა. ვიზრუნებ, რომ გაიზარდოს პრობაციის სერვისის მუშაობა და პატიმრების რიცხვი შემცირდეს. მინდა დავაიმედო მშობლები, რომ მათი პატიმრები მაქსიმალურად დაცული იქნებიან. ბევრი განცვიფრდა ალბათ, რატომ დავთანხმდი ამ პოსტს. აქამდე პრობლემებზე ვწერდი. ბევრი ჩემი რეკომენდაცია მოწოდებად დარჩა. ახლა კი მომეცემა საშუალება მოვაგვარო ყველაფერი, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი“, - აღნიშნა ტუღუშმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები