კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირმა ინაშვილი: „მე მაქვს საათნახევრიანი მასალა, სადაც ჩანს, რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“

20 სექტემბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

მედიაკავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენლის, ირმა ინაშვილის განცხადებით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების წამების ამსახველი მასალა პირადად მისი მოპოვებულია. როგორც ინაშვილმა ბრიუსელიდან მიმართვაში განაცხადა, „მეცხრე არცხს“ ვიდეომასალები მან და მისმა მეგობრებმა მიაწოდეს.

„მე მინდა, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ვითარდება, კონკრეტულად კი გავრცელებულ ვიდეომასალაზე. დღეს შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს მასალები არის პირადად ჩემი მოპოვებული. მე გეტყვით, როგორ დაიწყო ეს ისტორია. ეს ისტორია დაიწყო მაისის თვეში. მე დამიკავშირდნენ ვანო მერაბიშვილის სახელით და მომაწოდეს ეს შემზარავი ვიდეომასალა. ამის შემდეგ მე გავიგე, რომ არის ადამიანი რომელმაც გადაიღო ეს ვიდეომასალა და შემატყობინეს, რომ ამ ადამიანს დაუტოვებია საქართველოს საზღვრები იმავე პერიოდში. თავისთავად საინტერესოა ის ფაქტი თუ როგორ მოახერხა ამ მასალის გადამღებმა საქართველოს საზღვრის დატოვება და მე ჩავთვალე, რომ ეს სრულიად არ იყო შემთხვევით. ანუ იყო ძალოვანების გარკვეული შტოს მხრიდან გარკვეული მხარდაჭერა. საინტერესოა ის, რომ საზოგადოებამ ნახა მხოლოდ ფრაგმენტი ამ ვრცელი ვიდეომასალიდან, მე კი შემიძლია გაჩვენოთ ჩიპი, სადაც საათანახევრიანი მასალაა მოთავსებული და აჩვენებს,  თუ რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს მასალები დაეგზავნათ ყველა ევროსტრუქტურის წარმომადგენელს, ევროსტრუქტურების ყველა პირველ პირს დღეს უკვე უდევს მაგიდაზე ეს კადრები. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან მუქარას არანაირი აზრი არა აქვს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ვიდეომასალების მიღების შემდეგ ის ბრიუსელში თავის მეგობრებს დაუკავშირდა და ვიდეოს გავრცელება დაიწყეს.

„მას შემდეგ, რაც მივიღე ეს ვიდეომასალა, მე დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს, ჩემს კოლეგებს ბრიუსელში, „ობიექტივის“ ბიუროს წარმომადგენლებს – გიორგი ფოფხაძეს და მერაბ ლაგაძეს, რომლებიც ამ წუთებში ჩემთან ერთად იმყოფებიან. სწორედ მათი მეშვეობით დაიგზავნა ევროსტრუქტურების მაღალჩინოსნებთან ეს ვიდეომასალა“, - აღნიშნა ინაშვილმა.

„მე მინდა,  ხელისუფლებას მივმართო, რომ არც „მაესტროა“ შუაში და არც „მეცხრე არხი“. პირადად ჩემი, ჟურნალისტ ირმა ინაშვილის მოპოვებულია ეს მასალა. ამისთვის გარკვეულ სტრატეგიასა და ტაქტიკას მივმართეთ. როცა გიორგი ფოფხაძე ჩაერთო ეთერში და მიდიოდა საუბარი, მასალა ჯერ კიდევ იგზავნებოდა „მეცხრე არხზე“. „მეცხრე არხს“ საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია, რა მასალას აწვდიდა მას გიორგი ფოფხაძე. მასალა შალვა რამიშვილსაც მიაწოდა ერთ-ერთმა პიროვნებამ და ისიც პრაქტიკულად, ჩვენი მხრიდან იყო მიწოდებული. კარგია, რომ შალვამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და აჩვენა ეს კადრები საზოგადოებას. მინდა ვთქვა, რომ არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი, მათ შორის არც „ქართული ოცნება“ და თამაზ თამაზაშვილი, ამ ამბებში ჩართული არ არის“, - აღნიშნა ინაშვილმა.

ახალი ამბები