კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაია გადადგა

21 სექტემბერი, 2012

სივილ ჯორჯია

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე.

ახალაიას, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემას 2005–2008 წლებში ხელმძღვანელობდა. სავარაუდოდ, არაფორმალურად, ახალაია ბოლო დრომდეც კურირებდა ამ სისტემას, ვიდრე მთავრობა დარტყმას მიიღებდა ციხეებში არადამიანური მოპყრობის სკანდალით, რასაც ფართო საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. ბაჩო ახალაიას შს მინისტრის პოსტიდან 1 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებემდე თერთმეტი დღით ადრე მოუწია გადადგომა.

ციხის თანამშრომელთა ნაწილი, რომლებიც პატიმრების ცემისა და არაადამიანური მოპყრობის გამო დააპატიმრეს, 18 სექტემბერს სკანდალური ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ, მინისტრის ახლობლები იყვნენ.

შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში ახალაია ამბობს: „მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რაც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა“.

„მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია, აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. აქედან გამომდინარე, მე ვგრძნობ მორალურ  და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას  იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით“, - ნათქვამია ახალაიას განცხადებაში.

ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობებს მისი მოადგილე, ეკა ზღულაძე ასრულებს.

ახალაიას გადადგომა ნიშნავს, რომ მთავრობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს, რადგანაც ივლისში მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, როცა ვანო მერაბიშვილი ახალი პრემიერ მინისტრი გახდა, 21–წევრიანი მთავრობის ერთი მესამედი შეიცვალა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა ერთი კვირის ვადაში პარლამენტს მთავრობის წევრები უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად.

20 სექტემბერს თავის სატელევიზიო განცხადებაში ეკა ზღულაძემ განაცხადა, რომ „საქართველოში არ არის ადგილი ძალადობისთვის“. მან მოქალაქეთა უსაფრთხობის უზრუნველყოფის პირობა დადო - „მათ შორის არჩევნებზე“.

„ჩვენი ხალხი გააკეთებს არჩევანს თავისუფალ და მშვიდ გარემოში. ეს სამინისტრო იქნება ამის გარანტორი“, – განაცხადა ზღულაძემ.

ახალაიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ქუჩის საპროტესტო აქციის მონაწილეთა სიხარული მოყვა, რომლებიც უკვე ორი დღეა, ახალაიას გადადგომას მოითხოვდნენ. თუმცა, რამდენიმე მათგანმა უკვე მოუწოდა ახალაიას გასამართლებისკენ, ხოლო სხვები ამბობდნენ, რომ ახლა იუსტიციის მინისტრის - ზურაბ ადეიშვილის ჯერია.

ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრი ივლისის დასაწყისში, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გახდა, როდესაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი პრემიერ–მინისტრად დაინიშნა. მანამდე ახალაიას თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა.

ბაჩო ახალაიას მამა, როლანდ ახალაია, რომელიც სამეგრელოს რეგიონის მთავარი პროკურორი იყო, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ზუგდიდის ერთმანდატიან ოლქში. ახალაიას ძმა - დათა, ივლისის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. მანამდე დათა ახალაია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

2009 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილმა, იმ დროს 29 წლის ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრად დააწინაურა. მუხროვანის ამბოხების შემდეგ, პრეზიდენტმა თავისი ეს ქმედება იმით ახსნა, რომ თავდაცვის სფეროს უფრო მკაცრი ხელი ესაჭიროებოდა.

WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ–ერთი კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილის თანახმად, რომელშიც საუბარია ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე სააკაშვილის გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზებზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ უთხრა ამერიკის მაშინდელ ელჩს, რომ „ახალაია „მიშას კაცია“ და არა „ვანოს კაცი“ და მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ განეხილათ ეს დანიშვნა, როგორც შსს-ს გადასვლა თავდაცვის სამინისტროში“. ახალაიას „სააკაშვილი განიხილავს როგორც ეფექტურს“, - ნათქვამია გზავნილში, რომელიც 2009 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება.

სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძესაც მოუხდა თანამდებობის დატოვება მას შემდეგ, რაც პატიმართა წამების და ცუდი მოპყრობის ვიდეოჩანაწერები გავრცელდა. მის ადგილას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დანიშნა.

ინტერპრესნიუსის ფოტო: ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი, 2009 წლის სექტემბერი.

ორიგინალი

ახალი ამბები