კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჩემი ქმარი აგვისტოს ომში იბრძოდა, სამშობლოს მოღალატე როგორ უნდა იყოს?!“

21 სექტემბერი, 2012

20 სექტემბერს გლდანის ციხესთან მყოფმა მოქალაქემ ციცინო აბაშიძემ, რომელიც ერთ-ერთი პატიმრის - ტარიელ აბაშიძის მეუღლეა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეშინია ქმრის მონახულება საპატიმროში, რადგანაც თუ პატიმარს ციხეში არსებულ განუკითხაობაზე რამე წამოსცდება, მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

ამასთანავე, აბაშიძემ განაცხადა, რომ მისი ქმარი, ტარიელ აბაშიძე უკანონო პატიმარია. იგი 1 წლის წინ სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. მანამდე ტარიელ აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი სამხედრო მფრინავი იყო. მიღებული აქვს წმინდა გიორგი ორდენი და იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში.

„ორი პატარა შვილი მყავს და მამის გარეშე მათი გაზრდა ძალიან მიჭირს. ჩემი მეუღლე მოღალატე არ არის. იგი ნამდვილი პატრიოტია და ციხეში გაუგებრობის გამო აღმოჩნდა. აგვისტოს ომში იბრძოდა და სამშობლოს მოღალატე როგორ უნდა იყოს?! ხალხო, ამომიდექით მხარში. დამეხმარეთ, როგორც ფოტორეპორტიორებს დაეხმარეთ და იქნებ, ჩემი ქმარიც გამოვიყვანოთ ციხიდან“ - მიმართა ჟურნალისტებს ციცინო აბაშიძემ.

humanrights.ge

პალიტრა.ტვ-ს ვიდეო 

ახალი ამბები