კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული დასი“ - თერჯოლაში, „თავისუფალი საქართველო“ - ზესტაფონში „ქართულ ოცნებას“ მიემხრო

21 სექტემბერი, 2012

21 სექტემბერს თერჯოლის „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციაში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე „ქართული დასის“ თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი ლილუაშვილმა, საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატის ზაალ გოგსაძის სასარგებლოდ მოხსნა.

ვალერი ლილუაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ იგი დღეიდან „ქართული ოცნების“ რიგებში ჩაეწერა.  „მე ეს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეო მასალის გასვლის შემდეგ მივიღე.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თერჯოლაში კახა ბუცხრიკიძე თავად იყო პინეტენციალური სისტემის შემქმნელი. მეტიც, ის ბაჩო ახალაიას მოადგილეც იყო. ამდენად, ჩვენი საერთო მიზანია რაიონს ჰყავდეს დეპუტატი, რომელიც ხალხის ინტერესებს ემსახურება და არა ისეთი დეპუტატი, რომელიც ხალხის დაშინების პოლიტიკას გაატარებს“, - განაცხადა ვალერი ლილუაშვილმა.

 „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურა ასევე მოხსნა „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზესტაფონში, ელგუჯა კვეტენაძემ. იგი ზესტაფონში „ქართული ოცნების“ აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ კანდიდატურას ზესტაფონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი ქავთარაძის სასარგებლოდ ხსნის.

მარი ტაბიძე, იმერეთი

ახალი ამბები