კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისში საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოყალიბდა

21 სექტემბერი, 2012

21 სექტემბერს ქუთაისის სამხარეო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მდუმარე მსვლელობით შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა, რომელთა დიდი ნაწილი ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისგან შედგება, 20 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „შეაჩერე აქტი“ ჩამოაყალიბეს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ფაქტებს, რასაც ადგილი ჰქონდა გლდანის საპყრობილეში. მსგავსი სადიზმი, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ციხეებში წლების მანძილზე გრძელდება, ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას. დამნაშავეები კი, რომელთა შორისაც თანამდებობის პირებიც არიან, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

21 სექტემბრიდან, ათი დღის განმავლობაში, საზოგადოებრივი მოძრაობა საპროტესტო აქციებს ქალაქის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან გამართავს. შავი მაისურებით - „არ აწამო“ შემოსილი აქციის მონაწილეები მდუმარე მსვლელობას ყოველდღე მოაწყობენ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ახალი ამბები