კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის აპარატი გოდერძი კიკნაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

24 სექტემბერი, 2012
 
სახალხო დამცველის აპარატი რუსთავის #6-ე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის, გოდერძი კიკნაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კიკნაძეს მათი წარმომადგენელი 22 სექტემბერს შეხვდა, ახლა კი პატიმარი პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.

„22 სექტემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოინახულეს რუსთავის #6-ე დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული გოდერძი კიკნაძე. კიკნაძემ ამჯერად უკვე გამოთქვა მათთან საუბრის სურვილი და გადასცა თავისი ხელით დაწერილი ახსნა-განმარტება, სადაც იგი საუბრობს ზეწოლის იმ ფაქტებზე, რაც მის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდა. მსჯავრდებულის განცხადებით, მის მიმართ განხორციელებული მოპყრობის მიზანი იყო, 2001 წელს ყოფილ #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ თ.დ.-ს მკვლელობის გარემოებებზე მის ხელთ არსებული ინფორმაციის განსაჯაროებისაგან თავის შეკავება. გოდერძი კიკნაძის განცხადებით, მან შიმშილობა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნით 19 სექტემბერს დაიწყო. დღეისათვის მსჯავრდებული მოითხოვს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელსაც ჩვენებას მისცემს ზემოაღნიშნულ საქმეზე“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ კიკნაძის ახსნა-განმარტებას სახალხო დამცველის აპარატი შესაბამისი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცემს.

„მონახულების მომენტისთვის მსჯავრდებულს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მოყვითალო-მოშავო ფერის სისხლნაჟღენთები და შეშუპებები ორივე თვალბუდის არეში, მარცხენა და მარჯვენა ყვრიმალის და საფეთქლის არეში, ასევე, შუბლზე - მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი. ყელის არეში, მარცხენა მხარეს, მსჯავრდებულს აღენიშნება მცირე ზომის ჰიპერემიული უბანი, ორივე ქვედა კიდურზე - რამდენიმე ნაჭდევი, დაფარული ფუფხით. 21 სექტემბერს, მსჯავრდებულ გოდერძი კიკნაძის სამედიცინო ბარათში გაკეთებული ნევროპათოლოგის კონსულტაციის ჩანაწერის მიხედვით, მას აღენიშნება მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

გოდერძი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, უზრუნველყოს სათანადო ზომების მიღება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები