კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” მოთხოვნა

24 სექტემბერი, 2012
 
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ბათუმის ოფისი პატიმრების წამების ფაქტებს გამოეხმაურა. მათ ქმედება ვანდალიზმად შერაცხეს და პრეზიდენტს მოთხოვნა წაუყენეს.

„ასეთი საშინელი და ამაზრზენი ფაქტების დაფიქსირების გამო საქართველოს საპყრობილეებში, საქართველოს პრეზიდენტმა, ერთი კვირის ვადაში, გამოაცხადოს ამნისტია. 45 წლამდე ასაკის ყველა პატიმარი გაათავისუფლოს. დაისაჯოს ყველა, არამარტო ის პირები, რომლებიც ამ დანაშაულს ჩადიოდნენ, არამედ დამკვეთებიც სათანადოდ დაისაჯონ“, - განაცხადა „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ბათუმელმა ლიდერმა ბორის მიქელაძემ.

პარტიაში თვლიან, რომ მათი მოთხოვნები სრულებით ადეკვატურია იმ ვითარებისა, რაც ქართულ ციხეებში ხდება. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ ფართომასშტაბიანი გამოსვლებით იმუქრებიან. 

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები