კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანში სასწრაფოს თანამშრომელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

25 სექტემბერი, 2012

კოალიცია „ქართული ოცნების“ ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დათო ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ვანის მკვიდრები - ნაირა ხავთასი და მისი მეუღლე როსტომ კიკაბიძე სამსახურიდან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. აღნიშნული პირები რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ აქციაზე იმყოფებოდნენ.

ნაირა ხავთასი ვანის სასწრაფო დახმარების თანამშრომელია. „დილით სამსახურში ხელმძღვანელი მაკა ზარნაძე მოვიდა და მითხრა, რომ სამსახურიდან განთავისუფლებული ვიყავი. თანაც გამაფრთხილა არსად არ იჩივლოო“, - ამბობს ნაირა ხავთასი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ვანის სასწრაფო დახმარების სამსახურს შემოწმების შედეგად რამდენიმეათასიანი  ჯარიმა დააკისრეს. მაკა ზარნაძე ნაირა ხავთასს დაემუქრა, რომ ამ ჯარიმის მას გადაახდევინებდნენ, თუკი ის სამსახურიდან გათავისუფლების ნამდვილ მიზეზს  გაახმაურებდა.

დათო ლორთქიფანიძემ მათ სოლიდარობა გამოუცხადა  და შესაბამის სამსახურებს  მათი სამსახურებში აღდგენა მოსთხოვა.

მარი ტაბიძე, ვანი

ახალი ამბები