კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არ მესპექტაკლება“ - ბათუმის თეატრის მსახიობთა პროტესტი

25 სექტემბერი, 2012

ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის მსახიობებმა სპეკტაკლში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მსახიობები ამ სახით ცდილობდნენ პატიმრების წამების ფაქტების გაპროტესტებას.

სპეკტაკლი „ბოლო გაჩერება“ 22 სექტემბერს უნდა დადგმულიყო ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე. თუმცა, თეატრის მმართველთან ერთად, მსახიობებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თეატრი სპექტაკლს არჩევნების შემდეგ, 6 ოქტომბერს წარმოადგენს.
 
ტიტე კომახიძე, მსახიობი: „გაოგნებული ვარ დღემდე იმ კადრებით, რაც ვიხილე ტელევიზიაში. ახლაც მესმის იმ არასრულწლოვანი პატიმრის ხმა, ყვირილი - ნუ მკლავთ, რა დავაშავეო... მე არა მაქვს უფლება, რომ ვითამაშო სპექტაკლი. არ მესპექტაკლება“.

ზაზა ხალვაში, თეატრის დირექტორი: „ეს არის ადამიანური პოზიცია, გნებავთ -  სამოქალაქო პოზიცია ჩვენი თეატრისა. ყველა თანამშრომელი ადგილზე, თეატრშია და მათ ამით უნდათ, რომ გამოხატონ თავიანთი პოზიცია“.
 
მსახიობები ამბობენ, რომ სპეკტაკლი ძალადობის თემას ეხმაურება და თემატურად დღევანდელ მდგომარეობასთან ახლოსაა. თუმცა, მათ თამაშის ძალა აღარ შესწევთ. მსახიობები სპექტაკლზე მისულ მაყურებელს სცენის ნაცვლად თეატრის შესასვლელში დახვდნენ.
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები