კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გლდანის ციხეში გარდაცლილი პატიმრის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი წამებით მოკლეს

25 სექტემბერი, 2012

წამებისა და ადამიანის უფლებების შემლახავი უსაშინელესი კადრების სატელევიზიო ჩვენების შემდეგ, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურის მკვიდრმა, გლდანის #8 საპყრობილეში გარდაცვლილი 20 წლის გიორგი თოლორდავას დედამ, ლუიზა სიჭინავამ, 21 სექტემბერს საზოგადოებას კიდევ ერთი შემზარავი დანაშაულის შესახებ აუწყა. მან `ქართული ოცნების~ ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან იზორიას საარჩევნო შტაბში მისი შვილის ციხეში წამების ამსახველი ფოტოები წარადგინა.

ლუიზა სიჭინავას განცხადებით, მისი შვილი, გიორგი თოლორდავა, წამებით მოკლეს. თუმცა, შსს-მ მას შეატყობინა, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა. როგორც სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა, შსს-დან გაფრთხილების მიუხედავად, შვილის ნაწამებ ცხედარს სურათები ჩუმად გადაუღო და შეინახა. მან ბრიფინგზე სწორედ ეს სურათები წარმოადგინა.

როგორც ლუიზა სიჭინავა ამბობს, 20 წლის გიორგი თოლორდავა 2007 წლის 14 დეკემბერს დააკავეს. 20 დღეში ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დაასახელეს.

როგორც სიჭინავა ამბობს, ბაჩო ახალაიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მან შიში დაიძლია და ეს შემზარავი ფაქტიც გააჟღერა. "რა დააშავა ჩემმა შვილმა, რომ ასე წამებით მოკლეს? მოვითხოვ, ჩემი შვილის მკვლელობისათვის სწორედ ახალაიას დაეკისროს პასუხისმგებლობა!" - განაცხადა ლუიზა სიჭინავამ.   

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები