კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაციონალური მოძრაობის გასაიდუმლოებული შეხვედრა მოსახლეობასთან

25 სექტემბერი, 2012

24 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ბასკოს შენობაში მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრაზე მედიის საშუალებები არ დაუშვეს. უფრო მეტიც, დაცვის სამსახურმა მედიის წარმომადგენლებს შენობისგან მოშორებით ყოფნა მოსთხოვა, რათა პრეზიდენტს სპორტსკოლის დარბაზში შესვლაში ხელი არ შეშლოდა.

მოქალაქეები სპორტსკოლის შენობაში პირადობის მოწმობების წარდგენის შემდეგ შედიოდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შეხვედრაზე თავიანთი ინიციატივით მივიდნენ. თუმცა, ვის უნდა შეხვედროდენ, პასუხი არ ჰქონდათ: „ჩემი სურვილით ვარ მოსული, არავის მოვუწვევივარ. არ ვიცი, ვის უნდა შევხვდე“, - აღნიშნა რამდენიმე მათგანმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის განცხადებით, საჯარო შენობაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე ჟურნალისტების დასწრება-არდასწრების საკითხი შეხვედრის ორგანიზატორების გადასაწყვეტია: „ჩვენ 28 სექტემბერს ასევე გვაქვს ოლქის მიერ გამოყოფილი საზღვაო აკადემიის დარბაზი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ შეხვედრაზეც ჩვენი გადასაწყვეტი არაა დავპატიჟებთ თუ არა მასმედიის საშუალებებს?“

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები