კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართულ ოცნებას“ რამდენიმე საჯარო მოსამსახურე შეუერთდა

26 სექტემბერი, 2012

ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნებას“ და ბლოკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ეკა ბესელიას მხარს საჯარო სამსახურის წარმომადგენლებიც უჭერენ. საქართველოს ტელევიზიებით გასული შემზარავი კადრების ნახვის შემდეგ mმართველმა პარტიამ არაერთი მხარდამჭერი დაკარგა. ისინი `ქართული ოცნების~ რიგებს შეუერთდნენ ან საერთოდ დატოვეს პოლიტიკა.

ფოთის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ზაზა ჭურღულიამ კადრების ნახვისთანავე თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ ღიად დააფიქსირა სპეციალურ ბრიფინგზე. როგორც მან თქვა, ამ კადრების ნახვის  შემდეგ პირველად ცხოვრებაში გაუჭირდა გაკვეთილზე შესვლა და ჩატარება.

ჭურღულიას მსგავსად, მმართველი პარტიის რიგები დატოვა და `ქართულ ოცნებას" შეუერთდა „ნაცმოძრაობის“ შტაბის ფოთელი კოორდინატორი ნანა დავითაია. მისი ასეთი გადაწყვეტილებაც ციხეების ვიდეოკადრებმა განაპირობა. ფოთის საკრებულოს წევრმა, `ნაციონალმა~ ენვერ სიჭინავამ პარტია დატოვა და როგორც ამბობს, იგი საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს დატოვების შესახებაც უახლოეს დღეებში მიმართავს განცხადებით. სიჭინავა საკრებულოში უმრავლესობის რიგებში ირიცხებოდა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ საშინელებამ მიაღებინა, რაც ბოლო დღეებში ტელევიზიით იხილა. მან ასევე დატოვა საარჩევნო შტაბიც, იმის მიუხედავად, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი - სარიშვილი მისი მეგობარია. როგორც სიჭინავა ამბობს, ის მმართველი პარტიის სასარგებლოდ არჩევნებში არავითარ მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ენვერ სიჭინავა სამიოდე წლის წინ ფოთში ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესმენად ითვლებოდა. ჩვენი ინფორმაციით, მისი ბიზნესი ახლანდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, სულს ღაფავს. იგი თავის დროზე რამდენიმე მილიონი ლარით დააჯარიმეს, რაც მის ბიზნესზე ცუდად აისახა.

რამდენიმე დღის წინ `ქართულ ოცნებას~ ასევე ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ფოთის მერიის სპორტის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ზური მალანიამ. იგი ფოთში ერთ დროს ყველაზე პოპულარული და ამჟამად სავალალო მდგომარეობაში მყოფი სპორტის სახეობის - ნიჩბოსნობის მწვრთნელი გახლავთ. კოალიციას მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს შვიდგზის, კავკასიის მრავალგზის ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი შერეულ ორთაბრძოლებში იაგო სორდია, ასევე ფოთის მერიის რამდენიმე თანამშრომელი - დავით კვიციანი, ზურაბ ხაინდრავა და ლაშა გობეჯიშვილი.

ინგა გვასალია, ფოთი

ახალი ამბები