კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამ გააკვირვა

27 სექტემბერი, 2012

სივილ ჯორჯიას მიხედვით

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ „ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს“ შორის შესაძლო გარიგებაზე მასალების გამოქვეყნებას, რისი ნებართვაც ფრანგულ მხარეს არ გაუცია, „შეუძლია არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს“.

„ჩვენ გაოცებულნი ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთში მიმდინარე ერთი საქმის საგამოძიებო საიდუმლოს წარმოადგენს და ეხება შესაძლო გარიგებას ქართველ ოპოზიციონერსა და საფრანგეთში მოქმედ ქართული წარმომავლობის კრიმინალურ ჯგუფებს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საფრანგეთის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა და რომლის ქართულ თარგმანსაც ასევე ავრცელებს თბილისში საფრანგეთის საელჩო.

„საფრანგეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციის გამოქვეყნების ნებართვა არავითარ შემთხვევაში არ გაუცია, რისი უფლებაც, სხვათა შორის, მას არ გააჩნია“, – ნათქვამია განცხადებაში.

„წინასაარჩევნო მგრძნობიარე კონტექსტში, მით უმეტეს, როცა ის საქართველოს პენიტენციალურ დაწესებულებებში წამების შემთხვევების მხილებამ კიდევ უფრო დაძაბა, ძიებაში მყოფი ნებისმიერი საქმის გამოყენებას შეუძლია, არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე იმოქმედოს“, – აცხადებს საფრანგეთის დიპლომატიური უწყება.

ამასთან, ფრანგული მხარე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „ყველაფერი იღონოს“ იმისათვის, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

საქართველოს ხელისუფლებამ 25 სექტემბერს გამოაქვეყნა მასალები, რომელიც საფრანგეთის ჯანდარმერიისგან მიიღო. ვიდეომასალებში საუბარია 2011 წლის 9 ნოემბერს გოგა ხაინდრავას შეხვედრაზე საფრანგეთში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“, რომლებთანაც თითქოსდა „შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას. კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და „მხედრიონის“ მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნას“.

საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გოგა ხაინდრავა პოლიციამ დაკითხა. მისი მომდევნო დაკითხვა 27 სექტემბერს არის ჩანიშნული.

ხაინდრავამ, რომელიც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, დაადასტურა შარშან საფრანგეთში შემდგარი შეხვედრის ფაქტი მის ბავშვობის მეგობართან, ხოლო ბრალდებებს სასაცილო უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მიმართავს საფრანგეთის საელჩოს, რათა მიიღოს მისგან განმარტება, თუ რას ეხება ეს მასალები.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადების საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველო „გაკვირვებულია“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგანცხადებით.„პირველ რიგში, მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო  საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიას და ყველა კომპეტენტურ უწყებას საფრანგეთის მხრიდან, რომელთანაც ჩვენ ამ ბოლო პერიოდში აქტიური თანამშრომლობა გვქონდა, როგორც მოწოდებული ინფორმაციისთვის, ასევე გაწეული თანამშრომლობისათვის“, – განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ბურჯალიანმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფრანგეთს სტუმრობდა.

„ამავდროულად, ჩვენ გაკვირვებული ვართ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით", – განაგრძო მან, "საქმე იმაშია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთოდ დიპლომატიური სტრუქტურები საქართველოსა და საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ამ თანამშრომლობაში ჩართულები არც ერთ ეტაპზე არ ყოფილან".

„თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება განხორციელდა ევროპული კონვენციის თანახმად, რომელიც არეგულირებს სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარებას, კერძოდ ამ კონვენციის მე–13 მუხლის თანახმად, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს, რომ ორი ქვეყნის კომპეტენტურ შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია და პირდაპირი თანამშრომლობა“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხებოდა „ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს“, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს „არც ერთ ეტაპზე არ აუღიათ ვალდებულება საფრანგეთის შესაბამისი სტრუქტურების წინაშე  ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით“.

„ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიას და არც მოსამართლეს, რომელმაც უფლებამოსილება გასცა ინფორმაციის ქართული მხარისთვის გადმოცემის შესახებ, არასდროს არც ერთ ეტაპზე, არც ერთ ოფიციალურ კომუნიკაციაში არ მოუთხოვია ქართული მხარის მხრიდან კონფიდენციალობის დაცვა“, – განაცხადა ბურჯალიანმა, „შესაბამისად, თანამშრომლობა, რომელიც განხორციელდა საფრანგეთის ეროვნულ ჟანდარმერიასა და საქართველოს პროკურატურას შორის სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ საკითხებში ურთიერთდახმარებას არეგულირებს“.

ვრცლად იხ. „სივილ ჯორჯიას“ სტატიები:

http://www.civil.ge/geo/article.php?id=25994

http://www.civil.ge/geo/article.php?id=25996

http://www.civil.ge/geo/article.php?id=25991

ახალი ამბები