კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-ს ცნობით, ფარულ აუდიოჩანაწერში ერთი გვარი შეცდომით დასახელდა

27 სექტემბერი, 2012

შსს-ს განცხადებით, 26 აგვისტოს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გაიპარა ტექნიკური შეცდომა.  „ჩვენს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გაიპარა ტექნიკური შეცდომა. ადამიანი, რომელიც საუბრობს დათო ხიზანიშვილთან,  არის არა გიორგი უგულავა, არამედ  - გივი ბლიაძე", - აღნიშნულია განცხადებაში.

26 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სატალეფონო საუბრების ჩანაწერები გაავრცელა, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები კახი კალაძე და გუბაზ სანიკიძე ფიგურირებენ. ამასთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგიც გაიმართა.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სამართალდამცველებმა 23 სექტემბერს თბილისში დააკავეს „კანონიერი ქურდი“ დავით ხიზანიშვილი, რომელიც ლაშა შუშანაშვილის დავალებით მოქმედებდა და მის მიზანს წარმოადგენდა დანაშაულებრივი დაჯგუფების მეშვეობით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა ამომრჩეველზე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.

შსს-ს ცნობით, კიდევ ერთი ჩანაწერი „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერს, კახი კალაძეს ეხება. „ჩვენ წარმოგიდგენთ შსს-ს ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ვლინდება კალაძის ახლო კავშირები უცხოეთში მყოფ 8 ქართველ კანონიერ ქურდთან და მათთან ახლო კავშირები“, - აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, ასევე ერთ-ერთი მასალა „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ გუბაზ სანიკიძისა ედუარდ შევარდნაძის დროის უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას გარიგების დეტალებს ეხება.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, სანიკიძე ხაბურძანიას ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ ციხიდან გამოშვებას სთხოვს და სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობს.

კახა კალაძისა და გუბაზ სანიკიძის აუდიოჩანაწერების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს სხვა ჩანაწერებსაც, რომელიც შსს-ს ცნობით, ქართულ პოლიტიკაში მათ ჩართულობასა და ცალკეულ ქართველ პოლიტიკოსებთან კავშირებს ასახავს.

ჩანაწერის მიხედვით, ვინმე ვოვა ერემიანი კრიმინალურ ავტორიტეტ ლევან რევიშვილთან საუბარში აცხადებს, რომ ის, რაც „ხიზანამ“ (დავით ხიზანიშვილმა) დაავალა, 5-იანზე შეასრულა და „300 არაგველებზე, მეტეხის ხიდთან, წურწუმიაზე მცხოვრები ხალხი ყველა „ოცნებას“ აძლევს ხმას“. გარდა ამისა, გამოქვეყნდა ლევან რევიშვილის უცხო პირთან საუბარიც, რომელშიც ფიგურირებს ფრაზა: „ნახეთ, ორი ავტობუსი ხალხი რომ გამოვუშვით და „ბიძინა, ბიძინა“ ვაძახებინეთ?“

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები