კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ პლაკატების ჩამოხევას ახალგაზრდების პროტესტი მოყვა

28 სექტემბერი, 2012

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურმა ტემპერატურამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. პარტიების არათანაბარ საარჩევნო პირობებზე ბევრი დაიწერა. მმართველი პარტიის კანდიდატებს შეუძლიათ, სადაც მოესურვებათ, იქ გააკრან თავიანთი პლაკატები, ხოლო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებისათვის ასეთი ადგილები ჯერაც არ გამოუყვიათ. ის კი არადა, უკვე გაკრული პლაკატების ჩამოხევასაც არ ერიდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“-ს მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ხევს  ჩხოროწყუს გამგებლის მოადგილე რომან თოლორდავა ბოძიდან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან იზორიას საარჩევნო პლაკატებს. თავის საქციელს კი ასე ამართლებს - „ბოძი ჩემს  ტერიტორიაზეა და არ მსურს, მოწინააღმდეგე პარტიის წარმომადგენლის სურათს ვუყურო“.

ამ კადრებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთისგან საპასუხო რეაქცია მოჰყვა - ახალგაზრდებმა თოლორდავას საქციელი გააპროტესტეს და მიიმართეს მას, სამარეში არ ჩაყვეს ამ ხელისუფლებას.

აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ფორუმისთვის ცხოროწყუში ჩასულ ყოფილ გუბერნატორს, ამჟამად სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა გოროზიასაც მიმართეს რამდენიმე კითხვით, რაც მან უპასუხოდ დატოვა.

ამის შემდეგ ახალგაზრდებმა ჩხოროწყუს პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც „ქართული ოცნების“ აქტივისტს, ედემ კვარაცხელიას გამოუცხადეს თანადგომა და უსამართლოდ დაპატიმრებულ თანაპარტიელს შეძახილებით ამხნევებდნენ.

ედემ კვარაცხელია 8 სექტემბერს ჩხოროწყუს სასამართლომ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) ბრალდებით 35 დღით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ედემ კვარაცხელია ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ნაფიჩხოოში, სადაც მან სამეგრელოს მედიაორგანიზაციის ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა დაუზიანა.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები