კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ტაძარში შესვლა აუკრძალეს

28 სექტემბერი, 2012

27 სექტემბერს სარფში წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია ამოქმედდა. ტაძრის გახსნაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მათ „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი მაისურით ტაძარში შესვლას უკრძალავდნენ.

„გაიხადეთ ეგ მაიკები და ეკლესიაშიც შეხვალთ. ეს აქცია არ არის, ასეთი მაისურებით რომ მოხვედით“, - მოითხოვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. თუმცა, ეკლესიის ეზოში იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მაისურები ეცვათ.

მოგვიანებით დაძაბული სიტუაცია მამა იოსებმა განმუხტა და განმარტა: „ტაძარი ყველასთვის აშენდა და ყველას საკუთრებაა. ტაძარი საღმრთო სახლია და ყველას უფლებაა, რომ ღვთის სახლში შემოვიდეს“.

მამა იოსების სიტყვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრებმა შეძლეს ეკლესიაში შესვლა.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები