კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თუშეთი არჩევნების წინ - პრობლემები და პერსპექტივები

28 სექტემბერი, 2012

გიორგი იორამაშვილი

თუშეთი, როგორც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული საკურორტო ზონა,  გასულ წელს „იაჰუ თრეველის“ და „ბიბისის“ რეიტინგების ათეულში მეხუთე ადგილზე დასახელდა. რამდენადაც ლამაზია მხარე, იმდენად ცუდი და სახიფათოა აქ მისასვლელი გზა, რომელიც საქართველოში ზღვის დონიდან ერთ–ერთ ყველაზე მაღალ საავტომობილო უღელტეხილზე გადის. მთელი ეს მხარე ზამთრობით, ფაქტობრივად, მთლიანად ცარიელდება.

თუშეთი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთის მთიანეთში და ადმინისტრაციულად ემორჩილება ახმეტის მუნიციპალიტეტს. მხარეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჩეჩნეთი, ხოლო აღმოსავლეთიდან დაღესტანი. თუშეთი მთლიანად დაცული ტერიტორიაა ულამაზესი ბუნებით და არქიტექტურით, რომელიც მრავალ უცხოელ და ქართველ ტურისტს იზიდავს. მხარე ევროპაში ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა.

ზამთარში რთული კლიმატური პირობების გამო გზა გაზაფხულამდე იკეტება. ამიტომ ზამთარში მხარე თითქმის ცარიელდება მოსახლეობისგან. აქ ასვლა მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი და ისიც მაღალი გამავლობის მანქანით. თუშები ტრადიციულად მეცხვარეობას და მესაქონლეობას მისდევენ. ბოლო დროს კი უცხოელი ტურისტების შემოსხვლამ, კუთხეში ახალი შემოსავლის წყარო გააჩინა და ადგილობრივებიც ნელ-ნელა ავითარებენ ტურისტთა მომსახურებას და სასტუმროებს.

სოფლებში შეინიშნება საგრძნობი გამოცოცხლება. სახლები, რომლებიც ადრე ძირითადად დაკეტილი, ან დანგრევის პირას იყო მისული, ტურიზმის განვითარების სამთავრობო თუ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, შეკეთდა, ზოგიც - თავიდან აშენდა. განახლებული სახლების დიდ ნაწილში ამჟამად მცირე საოჯახო სასტუმროებია, რომლებიც უცხოელ და ქართველ დამთვალიერებლებს მასპინძლობენ.

რესტავრაციას  კულტურულ ძეგლებზე (კოშკებზე) პირიქითის ორ სოფელში( დართლო, კვავლო) კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ატარებს.

თუშეთში ასვლისას თვალში მოგხვდებათ ქართველ დამთვალიერებელთა სიმცირე უცხოელებთან შედარებით. აქ არც წინასაარჩევნო ფაციფუცს შეამჩნევთ დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით. თუშები მთავრობის მხრიდან დაპირებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და მათი შესრულებისა თუ არშესრულების მოლოდინი ნაკლებად აქვთ.

„სოფელში შემოსასვლელი გზა თუ გაფუჭდა, ჩვენ თვითონ - ხალხი ვკრებთ ფულს, ტრაქტორს ვქირაობთ და ისე ვაკეთებთ. მთავრობის იმედი ნაკლებათ გვაქვს” – ამბობს სოფელ ილიურთას მკვიდრი არკადი ბახტურიძე, რომელსაც არც მამა-პაპისეული სალოცავების მსახურება ავიწყდება. თუშეთის რამდენიმე ხეობიდან ერთ-ერთი – წოვათას ხეობა სავალალო მდგომარეობაშია. აქ არანაირი რესტავრაცია და ხალხის დაბრუნების პროცესი არ იგრძნობა. მხოლოდ ზაფხულში სამთაბაროდ ამოსულ რამდენიმე მწყემს თუ შეხვდებით.

პირიქითის ხეობის ბოლო სოფელ გირევიდან (სადამდეც ავტომანქანა მიდის) მესაზღვრეებთან რეგისტრაციის შემდეგ (რადგან თუშეთი სასაზღვრო ზონაა) შეგიძლიათ, გზა ფეხით აწუნთის უხელტეხილის გავლით პირიქითა ხევსურეთისკენ (მუცო, შატილი) გააგრძელოთ. აქვე შესაძლებელია გამყოლის და ცხენების დაქირავებაც. 2-3 დღის მგზავრობის შემდეგ აწუნთის უღელტეხილის გავლით  მოხვდებით საქართველოს მეორე მაღალმთიან კუთხეში - ხევსურეთში.

აქ კი ტურისტისთვის, თუშეთთან შედარებით, ნაკლები კომფორტია. სასტუმროებიც ნაკლებია და თუ გზის გაგრძელებას კიდევ აპირებთ, საკვების მარაგის შევსება გაგიჭირდებათ, რადგან მხოლოდ მცირე მაღაზია არსებობს სადაც პური არ იყიდება. ასევე თუშეთთან შედარებით  შატილში  თვალშისაცემია ჭარბი ნაგავი. რაც აქ ქართველი დამთვალიერებლის ყოფნით შეიძლება აიხსნას. (უცხოელები ნაგავს შუა გზაზე თიტქმის არასოდეს ყრიან)  სარეისო მიკროავტობუსი კვირაში ორჯერ მოძრაობს და თუ ადგილი წინასწარვე არ შეათანხმეთ, შესაძლებელია იქ დარჩენაც მოგიწიოთ.

თუშეთის კუთხის განვითარების კონკრეტული პროგრამები ოპოზიციური გაერთიანებებში ნაკლებად აქვთ. თუმცა, ზოგიერთი პარტია მთიან მხარეში მცხოვრები მოქალაქეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო პირობების დაწესების მომხრეა. მმართველი პარტია კი უფრო ტურიზმის განვითარების კუთხით აპირებს მუშაობის გაგრძელებას და თუშების მძიმე სოციალური პირობების მოგვარებას, ფაქტობრივად, ტურისტებს ავალებს.

ახალი ამბები