კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მოლოტოვის კოქტეილები“ და საღებავით დასვრილი ბილბორდები ფოთში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

28 სექტემბერი, 2012

ინგა გვასალია, ფოთი

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია  ბილბორდების დაზიანებისა და ნაბადის საუბნო შტაბისთვის  ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ფაქტების გამოძიებას მოითხოვს.

ამ ფაქტთან დაკავსირებით ეკა ბესელიამ 26 სექტემბერს საგანგებო ბრიფინგი გამართა. „არჩევნებამდე ორიოდე დღოთ ადრე ხელისუფლება სრულ აგონიაშია. ციხეებში დამკვიდრებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერების ტელევიზიით გავრცელების შემდეგ, რასაც თან დაერთო ზუგდიდში კოალიცია „ქართული ოცნების“ მასშტაბური აქცია, ხელისუფლება ყოველდღიურად სულ უფრო აქტიურად ცდილობს რეგიონებში პროვოკაციიების მოწყობას. სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ რეგიონებში ვითარება გაამწვავოს და დაშინებით და არჩევნების გაყალბებით როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ მისი საქმე უკვე დამთავრებულია. პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ევროპის ტელეეკრანებზე გაშვებამ ხომ საბოლოოდ წერტილი დაუსვა სააკაშვილის, როგორც დემოკრატი ლიდერის, იმიჯს. ქართულმა საზოგადოებამ უკვე გადაწყვიტა, რომ 1 ოქტომბერს ქართველი ხალხის განაჩენი გაფორმდება და ხელისუფლებას ვერც „მოლოტოვის კოქტეილები“ გადაარჩენს. ახლა მორიგი ტელეშოუები დაიწყეს და ავრცელებენ რაღაც ჩანაწერებს. მოვუწოდებ საზოგადოებას, ყურადღება არ მიაქციოს ამ მდარე ხარისხის და სრულიად უსაფუძვლო ინფორმაციას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ და სამართალდამცავებს მიმართა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება: „მოვითხოვ გამოიძიონ და იპოვონ ის დამნაშავეები, რომლებიც ნაბადის უბნის ინციდენტში არიან გარეული“.

ბესელიამ ასევე ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დღეებში განსაკუთრებულად გაიზარდა მმართველი პარტიის აქტივისტების მხრიდან აგრესია: „24 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრების პროვოცირებას ახდენდნენ. ისინი მოძრაობენ და ყვირიან ჩვენს შტაბთან, შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს ახალგაზრდებს. თუმცა, მათი პროვოკაციაში ჩართვა ვერ მოახერხეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლებას ამ არჩევნებზე საკუთარი სცენარის განხორციელების საშუალება არ მივცეთ. ახალგაზრდებთან რომ ვერაფერს გახდნენ, სამეგრელოს ქუჩაზე მდებარე საარჩევნო შტაბზე გაკრული დეპუტატობის კანდიდატის სარეკლამო ბანერი წითელი საღებავით დააზიანეს. ხოლო შტაბთან ამ სახლის მეპატრონეს ირაკლი გიგიბერიას დილით აუმოქმედებელ მდგომარეობაში დახვდა „მოლოტოვის კოქტეილი“, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია“.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ბრიფინგის დასრულების შემდეგ საარჩევნო შტაბის სხვა წევრებთან ერთად პარტიის სარეკლამო ფლაერები და ბუკლეტები დაარიგა ქალაქის ქუჩებში, შემდეგ კი ფოთის პოლიციაში მოინახულა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი - გიზო ცაცუა და გოდერძი შონია. აქტივისტებს  40-დღიანი პატიმრობა 24 სექტემბერს ფოთის საქალაქო სასამართლომ მიუსაჯა. 

ეკა ბესელიას თქმით, აქტივისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „აქტივისტებს, რომლებსაც ფოთის საქალაქო სასამართლომ 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ვპირდები, რომ საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოვლენ. დაკავებულების მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ქონია. ერთადერთი, ჟურნალ–გაზეთების შეტანას ითხოვენ, რათა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ მოუწევთ აქ 40 დღე ყოფნა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ქვეყანაში არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ეკა ბესელიამ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რათა არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაატარონ. ასევე მან მოუწოდა მოსამართლეებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების დაკანონებისგან.

ახალი ამბები