კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უხეში დარღვევები მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 28-ე საარჩევნო უბანზე

1 ოქტომბერი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 28-ე საარჩევნო უბანზე სხვადასხვა სახის დარღვევის ფაქტები დააფიქსირა.

ამ უბანზე რეგისტრირებულია 1123 ამომრჩეველი, მიღებული ბიულეტენების რაოდენობა კი მხოლოდ 900 იყო. ამის თაობაზე, გადამოწმების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა კომისიის თავმჯდომარე ნანა გვაზავას მოსთხოვა მიღება-ჩაბარების აქტის ასლი, რაზეც მიიღო ხისტი უარი. თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი მხოლოდ მისი „საკუთრება“ იყო.

ასევე, საარჩევნო ყუთს აკონტროლებს (ამომრჩეველს კონვერტებს აწვდის) არა საუბნო კომისიის რომელიმე წევრი, არამედ „საარჩევნო სისტემის კვლევითი ცენტრის“ დამკვირვებელი  - მამედ ირზაკულიევი. საარჩევნო ყუთზე არ იყო დაფარებული ფურცელი და ეს დარღვევა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის მოთხოვნის შემდეგ გამოსწორდა.

ნაკადის მომწესრიგებლის განკარგულებაში მყოფი მარკირების შემოწმების აპარატი არ მუშაობს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მარკირების პროცედურა თვითონაც გაიარა და ცოტა ხნის შემდეგ აპარატმა ვერ დააფიქსირა სითხის არსებობა.

კომისიის თავმჯდომარე, ნანა გვაზავა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს მობილური ტელეფონით ფოტომასალის გადაღება შეუზღუდა. „შენ უკვე საკმარისად გადაიღე, გეყოფა“, - უთხრა მან.

აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლის უხეში ფაქტები ფიქსირდება. კერძოდ - უბანზე მისული თითქმის ყველა ამომრჩეველი ითხოვს დახმარებას კაბინაში, რა დროსაც დამხმარე პერსონა (სხვა ამომრჩეველი) მას აშკარად მიუთითებს, რომ ბიულეტენში შემოხაზოს 5 ნომერი.

ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა არა მხოლოდ ამომრჩეველზე, არამედ კომისიის ერთ-ერთ წევრზე - ნათელა ჩანქსელიანზეც, რომელსაც აქვს რეგისტრატორის ფუნქცია მინიჭებული. ჩანქსელიანი შეეწინააღმდეგა და დამკვირვებლებთან ერთად, ხმა აიმაღლა იმ ფაქტზე, რომ საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს პირდაპირ მოუწოდებენ ხუთიანის შემოხაზვას. ამის გამო მან კომისიის სხვა წევრებისგან და განსაკუთრებით - თავმჯდომარისაგან, მიიღო გაფრთხილება. ხოლო როდესაც რეგისტრატორმა კვლავ გააპროტესტა დარღვევები, უბანზე მივიდა ცესკოს წარმომადგენელი საოლქო კომისიიდან და შემდეგი სიტყვებით დაემუქრა: „შენ ჩემი დანიშნული ხარ აქ და თუ არ გაჩუმდები - მოგხსნი“!

ამჟამადაც უბანზე ქაოსია შექმნილი და პროცესი მიმდინარეობს მრავალი დარღვევის ფონზე. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 28-ე საარჩევნო უბნის კომისიას შესაბამისი საჩივრებით მიმართა.

ირაკლი ლატარია,
ადამიანის უფლებათა ცენტრი, მარნეული

ახალი ამბები