კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

9 შვილის მამა „ნაციონალური მოძრაობის“ 9 აქტივისტმა სცემა

1 ოქტომბერი, 2012

ბოლნისის რაიონის სოფელ ტანძიაში მეტეხის ტაძრის მედავითნე, 9 შვილის მამა პართენ ღვალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ 9 აქტივისტის მიერ მისი ცემის შესახებ იუწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მედავითნე პართენმა რამდენიმე წუთის წინ აცნობა, ის კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ამის გამო, მას „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ემუქრებოდნენ და ავიწროვებდნენ. 30 სექტემბერს კი ის მანქანიდან გადმოიყვანეს და ცემეს.

მისივე ინფორმაციით, მის შვილებს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების შვილები აბუჩად იგდებენ და ფიზიკურად უსწორდებიან. 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო კი მედავითნე პართენი საზოგადოებას დახმარებას და მისი ცოლ-შვილის სოფელ ტანძიიდან დაუყოვნებლივ გაყვანას სთხოვს.

„მე ბოლნისის რაიონში მობილური ჯგუფის წევრიც ვარ და ხვალ არჩევნების პროცესს უნდა დავკვირვებოდი. ცემენ ჩემს მცირეწლოვან შვილებს. დღეს კი მანქანიდან გადმომათრიეს და 9 კაცმა მცემა. საეკლესიო შესამოსელის გახდაც ვერ მოვასწარი. ყველას ვთხოვ, სოფლიდან ოჯახის გაყვანაში დამეხმაროს. ვევედრები და ვთხოვ ბიძინა ივანიშვილსაც, ვინმე დამახმაროს, რომ ამ სოფლიდან გავაღწიო, სანამ ოჯახი ამომიწყვიტეს. ამ სოფელში საშიშია ღამის გათენებაც კი“, - განაცხადა პართენ ღვალაძემ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები